"დედის საფლავზე დადის, რომელიც თვითონ მოკლა..." - ქართველი ბალერინას ტრაგიკული ისტორია
1732684222
"რუსეთის ფედერაციასა და შეერთებულ შტატებს შორის სრული შერიგება უახლოეს მომავალში ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ რუსეთის ფედერაციასა და აშშ-ის შორის სრული რღვევა არასოდეს იქნება", – ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა რუსეთში ჯონ სალივანმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
"აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის, უილიამ ბერნსის ვიზიტი მოსკოვში 2021 წლის ნოემბერში უკრაინის საკითხებს უკავშირდებოდა. მეჩვენება, რომ სიტუაცია მართლაც შეიცვალა პირველი ნოემბრის, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის, უილიამ ბერნსის მოგზაურობის შემდეგ, როდესაც აშშ-ის მთავრობამ დაიწყო ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების გაფრთხილება“, – თქვა სალივანმა.
აშშ-ის ელჩის განცხადებით, უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკებები, რომლებსაც რუსეთისა და სხვა მხარეების შეშფოთება უნდა გაეთვალისწინებინა, „ქაღალდის ფურცლების გაცვლასა და თეზისების წაკითხვას“ არ გასცდენია.