პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
საქართველოს მასშტაბით, ძლიერი წვიმის გამო წყალდიდობაა. გამონაკლისი არც სამეგრელოა. დიდი ნალექის გამო სენაკის მუნიციპალიტეტიც დაიტბორა.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კლინიკა „ლაზიკამედთან“ დიდი რაოდენობით წლის დადგომის შემდეგ მიუსაფარი ძაღლი შენობაში თავის შეფარებას ცდილობდა, თუმცა, არ შეუშვეს.
„სენაკში ძლიერი წვიმის გამო წყალდიდობაა, ხოდა ეს უბედური ძაღლი „ლაზიკამედს“ მიადგა კარებთან, ბოლო ხმაზე ტიროდა და სთხოვდა შეშვებას, არ შეუშვეს, რა თქმა უნდა. რამდენიმე წუთში დენის კაბელი მოწყდა, ძაღლს დენმა დაარტყა და მოკვდა. „ლაზიკამედი“, სენაკი - სირცხვილი!
რამდენიმე წუთი რომ შეგეშვათ, რა მოხდებოდა?! როგორ გეხვეწებოდათ და ახტებოდა ძაღლი კარებს. სულ 10 წუთი რომ შეგეშვათ, ახლა ცოცხალი იქნებოდა! იმედია იგივენაირად მოკვდებით თქვენც, გაჭირვებაში, შიშში და ტკივილში! - წერს ცხოველთა უფლებადამცველი ტასო ლოსაბერიძე სოციალურ ქსელში.
„პრაიმტაიმი“ ინფორმაციის გადასამოწმებლად კლინიკას დაუკავშირდა, სადაც ბრალდება უარყვეს.
„ძაღლი ჩვენს კლინიკას ჰყავდა შეფარებული, მუდმივად აპურებდნენ. წუხელ იყო არასამუშაო დრო, დაცვის თანამშრომლის გარდა არავინ იმყოფებოდა. მან კარი გაუღო, თუმცა, იმდენად იყო შეშინებული, იქ არ გაჩერდა. საშინელ მდგომარეობაშია თვითონ კლინიკაც, წყალი იქაც შევარდა. ჩვენ აუცილებლად გავავრცელებთ კადრებს და ნახავს ყველა, რომ გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება“. - აცხადებენ კლინიკაში.