Exclusive: ვინ არის თემურ უგულავას ახალი რჩეული - ბიზნესმენი მოდელ ცოლთან განქორწინების შემდეგ ახალ სიყვარულთან ერთად გამოჩნდა

ugu

ფართო საზოგადოებამ ჯერ კიდევ არ იცის, რომ ბიზნესმენ თემურ უგულავას ცხოვრებაში მორიგი საყვარელი ქალი გამოჩნდა. მოდელ ნინი ნებიერიძესთან დაშორების შემდეგ, თემურ უგულავა ნატო ჯაფარიძესთან ერთადაა. 

ცნობილმა ბიზნესმენმა საყვარელ ქალს სიურპრიზი მოუწყო - ნატო ჯაფარიძეს გრანდიოზული დაბადების დღე ულამაზეს გარემოში გადაუხადა.

ნატო ჯაფარიძისთვის მიძღვნილი წვეულება ბიზნესმენმა კახეთში, საგარეჯოში ვიწრო წრეში მოაწყო.

 

როგორც ფოტოებიდან ირკვევა, დრესკოდი COWBOY-ის სტილი იყო. 

ცნობილია, რომ ნატო ჯაფარიძე საყვარელი მამაკაცის კუთვნილ კომპანიაში - "აჭარა ჯგუფის" ადმინისტრაციაში მუშაობს. 

საგარეჯოში თემურ უგულვა კომპანია „უდაბნოს“ ფლობს, რომელიც 4 000 ჰექტარ მიწას მოიცავს, 2 000 ჰექტარზე გაშენებულ ნუშის ბაღებთან ერთად, გაშენდა კენკრის პლანტაციებიც და მცირე ვენახებიც.