„ლეგენდები მიდიან...“ - ქართველი ფეხბურთელი გარდაიცვალა
1728416068
სადაზღვევო სექტორი „ავტომფლობელთა მესამე პირის პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის“ შესახებ კანონის მიღებას უკვე რამდენიმე წელია ელის.
აღნიშნული სტანდარტის დანერგვას ქვეყანას ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება ავალდებულებს.
კანონპროექტის განხილვები პარლამენტში მიმდინარე წლის საგაზაფხულო სესიაზე უნდა დაიწყოს.
უკვე შეთანხმდა სექტორი როგორ მოხდება მოზიდული პრემიის გადანაწილება მზღვეველებს შორის. რაც შეეხება თავად სადაზღვევო პრემიას, რომლის გადახდაც მოქალაქეებს სავალდებულო წესით მოუწევთ, კანონპროექტის პირვანდელი ვერსიის მიხედვით, მსუბუქი ავტომობილის შემთხვევაში წლიური პრემიის მაქსიმალური ჭერი 150 ლარი იქნება.
ექნებათ თუ არა შენიშვნები უკვე კანონმდებლებს წარდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით, ეს საკომიტეტო განხილვების დროს გამოჩნდება. დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელის ინფორმაციით, მათ მიერ წარდგენილი კანონპროექტის განხილვები და მიღება წელს უნდა მოესწროს.
კანონი, რომელიც მოქალაქეებს ავტომფლობელთა მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევას ავალდებულებს, კანონპროექტში არსებული ჩანაწერის მიხედვით, 2024 წლის იანვრიდან უნდა ამოქმედდეს.