ავარია გარდაბანში

საზოგადოება 1779434747

„ეს არის ჩემი ყველაზე საშინელი კოშმარი... ჩემს მოსწავლეებს უკანასკნელ გზაზე ვაცილებ“ - რას წერს საზარელი ავარიისას დაღუპული ახალგაზრდების მასწავლებელი

რამდენიმე დღის წინ, გარდაბნის გზაზე შემზარავი ტრაგედია დატრიალდა. მძიმე ავარიას 8 ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა. ფაქტმა საქართველო შეძრა.9 დღის წინ მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპული 8 ახალგაზრდიდან 4 იმდენად იყო დამწვარი ავტომობილის ხანძრის გამო, რომ მათი ცხედრები ექსპერტიზისთვის თბილისში გადაიყვანეს.„ცხედრები იმდენად დაზიანებული იყო ხანძრით, რომ მათი იდენტიფიცირება მხოლოდ ექსპერტიზის საშუალებით იყო შესაძლებელი დნმ ანალიზით. ყოველ საღამოს მათ ოჯახებში მივდიოდი. ყოველ საღამოს მეუბნებოდნენ, რომ ჯერ კიდევ არ იყო დადგენილი და ცხედრებს ჯერ არ აბარებდნენ ოჯახებს. გუშინ ღამის პირველ საათზე ჩამოიყვანეს.მთელი სოფელი იქ იყო შეკრებილი. გულისმომკვლელი გოდება და ტირილი ისმოდა. ბებიისა და დედის უმწეო მოთქმა ხანჯალივით გვესობოდა გულში. დღეს მათი დაკრძალვა გაიმართება. ორი ძმა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ბირლიკიდან , ხოლო ორი ძმა — საგარეჯოს სოფელ იორმუღანლოდან. ეს არის ჩემი ყველაზე საშინელი კოშმარი - დაკრძალვა შავი ზურნის (საკრავი) თანხლებით.შავი ზურნის თანხლებით აცილებენ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც სიცოცხლეს ისე გამოეთხოვნენ, რომ ვერ მოასწრეს დაოჯახება, ვერ იხილეს საკუთარი ქორწილი და ვერ იცხოვრეს ის ცხოვრება, რომელზეც ოცნებობდნენ.შავი ზურნის სევდიანი ხმა თითქოს შეუსრულებელ ოცნებებს, დაუმთავრებელ გზებსა და ნაადრევად შეწყვეტილ სიცოცხლეს გლოვობს.დღეს ასეთი მძიმე და გულისშემძვრელი დღეა. დღეს მე მასწავლებელი ჩემს მოსწავლეებს უკანასკნელ გზაზე ვაცილებ", - წერს ბუკოვსკი.

რა ხდება ამ წუთებში საპატრიარქოს ეზოში

შემთხვევა 1779275946

რა ხდება ამ წუთებში საპატრიარქოს ეზოში, სადაც ავტომობილი შევარდა

საპატრიარქოს ეზოში ავტომობილი შევარდა, რომელმაც შლაგბაუმი დააზიანა და ჭიშკარი შეანგრია. როგორც ავტომობილის მფლობელი 'რადიო თავისუფლებასთან“ ამბობს, მისი მშობლები მანქანას ვებსაიტის მეშვეობით აქირავებენ. ამ შემთხვევაშიც, მათთვის უცხო კაცი მათ დაუკავშირდა, რის შემდეგაც ავტომობილი მიაქირავეს; ჯერ სხვა დეტალები არ იცის, თუმცა ამბობს, რომ კაცის მონათხრობის თანახმად, იგი საჭესთან ცუდად გახდა და ამიტომ შეეჯახა შლაგბაუმსა და ჭიშკარს.ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.არსებული ინფორმაციით, მამაკაცი დაკავებულია.

თეგეტა

საზოგადოება 1779114510

„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად

„გადავასწრებ“, „გავძვრები“, „დამინახავს“, „დამითმობს“, „გამიძლებს“ - ხშირად ამ სიტყვებით იწყება გადაწყვეტილებები, რომლებიც გზაზე მძიმე შედეგებით სრულდება. სწორედ ამ იდეაზე ააგოსაგზაო უსაფრთხოების ახალი კამპანია: „უსაფრთხოებას ნუ ივარაუდებ - გაიარე მეტი უსაფრთხოდ“, რომელიც მაისის განმავლობაში სხვადასხვა ფორმატით გაიშლება და საზოგადოების ყურადღებას გზებზე პასუხისმგებლობიანი ქცევის მნიშვნელობაზე გაამახვილებს.საგზაო უსაფრთხოება „თეგეტა ჰოლდინგის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. კომპანიაში ამ თემაზე მუშაობა წლებია, სისტემურად მიმდინარეობს. მათ შორის, „თეგეტა“ ყოველწლიურად უერთდება გაეროს საგზაო უსაფრთხოების გლობალურ კამპანიას.  თათია ხორბალაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების მთავარი ოფიცერი: „თეგეტას“ კორპორაციული პასუხისმგებლობის სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება უსაფრთხოებაა, განსაკუთრებით კი საგზაო უსაფრთხოების მხარდაჭერა. ეს კამპანიაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება. გვინდა, საზოგადოებამდე მივიტანოთ სათქმელი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საგზაო უსაფრთხოების წესების დაცვა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც მძიმე შემთხვევების მაჩვენებლები იზრდება.წელს გადავწყვიტეთ, განსხვავებული და კრეატიული ფორმით შეგვეხსენებინა ადამიანებისთვის, რომ უსაფრთხოება არ უნდა ვივარაუდოთ. ყველაზე სახიფათო სწორედ ის სიტყვებია, რომლებიც გზაზე ხშირად გაგვიელვებს ხოლმე თავში: „გადავასწრებ“, „გავძვრები“ და ა.შ. ამიტომ ჩვენი მთავარი გზავნილიც არის - მეტი რომ გავიაროთ უსაფრთხოდ, უსაფრთხოება არ უნდა ვივარაუდოთ“. კამპანიის კრეატიულ კონცეფციაზე სააგენტო Joyboy-მ იმუშავა. იდეა კი იმ ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებას ეფუძნება, რომელიც ბევრ მძღოლსა თუ ქვეითს აქვს - რომ კონკრეტული საფრთხე მათ არ შეეხებათ და გამონაკლისები სწორედ ისინი იქნებიან. ამის საპირისპიროდ კამპანიის მთავარი გზავნილია: „უსაფრთხოებას ნუ ივარაუდებ - გაიარე მეტი უსაფრთხოდ“.კამპანია მრავალმხრივ აქტივობებს აერთიანებს - გზებზე განთავსებული ვიზუალური მესიჯებიდან და სპეციალურად შექმნილი ბილბორდებიდან დაწყებული, სოციალური მედიის კომუნიკაციებით, ვიდეორგოლებითა და სხვადასხვა ციფრული პლატფორმისთვის შექმნილი გზავნილებით დასრულებული. მთავარი მიზანი კი ერთია - ადამიანებს შეახსენოს, რომ საჭესთან თითოეული გადაწყვეტილება პასუხისმგებლობასთან არის დაკავშირებული.გიორგი კვიტატიანი, კრეატიული სააგენტო Joyboy-ს შემოქმედებითი ხელმძღვანელი:„საგზაო უსაფრთხოების წესები პრაქტიკულად ყველამ იცის, თუმცა რეალურ მომენტებში ამ წესებს სათანადო ყურადღება ხშირად არ ეთმობა. ამიტომ გვინდოდა, რაც შეიძლება ღრმა ადამიანური სიმართლე გვეპოვა ამ პრობლემასთან მიმართებით და ისეთი კრეატიული გადაწყვეტა მოგვეძებნა, რომელიც ადამიანს გულგრილს ვერ დატოვებდა. სწორედ ასე მივედით იმ სიტყვებამდე, რომლებსაც ადამიანები ხშირად ცნობიერად თუ ქვეცნობიერად საკუთარ თავს ეუბნებიან -„დამითმობს“, „დამინახავს“. რეალურად ძალიან ბევრი საგზაო შემთხვევა სწორედ ამ სიტყვებით იწყება. კამპანიაში სიტყვები მხოლოდ ტექსტური ელემენტი არ არის - ისინი თავად იქცევიან იმ რისკის სიმბოლოდ, რომელსაც დაუფიქრებელი გადაწყვეტილებები ქმნის“. ვიზუალებზე დამატებულია სტატისტიკაც, რომელიც ადამიანებს ახსენებს, რომ ეს შემთხვევები გამონაკლისს არ უშვებს და გზაზე პასუხისმგებლობა ყველას თანაბრად ეკისრება. კამპანიის ვიზუალური ნაწილი კონკრეტულ ფრაზებსა და მათ შედეგებს შორის კავშირს უსვამს ხაზს. მაგალითად, ერთ-ერთ გზავნილში გამოყენებულია სიტყვა „დამინახავს“, რომელსაც თან ახლავს შეტყობინება, რომ „ავტომობილის მართვისას მძღოლის ტვინი ინფორმაციის 50%-ს ვერ აღიქვამს“, ხოლო მთავარი მესიჯია - „უსაფრთხოებას ნუ ივარაუდებ“. კიდევ ერთი ვიზუალი სპეციალურად ტექნიკურ გაუმართაობას ეძღვნება და ეფუძნება სიტყვას „გამიძლებს“, რომელიც განსხვავებული კონცეფციით ავტომფლობელებს ისეთ რისკებზე მიუთითებს, როდესაც ავტომობილს გარეგნულად არაფერი ეტყობა, მფლობელები კი მიიჩნევენ, რომ ყველაფერი წესრიგშია, მაშინ როდესაც ყველაზე დიდ პრობლემებს მანქანის „შინაგანი“ გაუმართაობა ქმნის. საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით, ყოველი მეათე ავარიის მიზეზი მანქანის ტექნიკური გაუმართაობაა. სხვა ვიზუალებში გამოყენებული სიტყვებიც - „დამითმობს“, „გავძვრები“ და „გადავასწრებ“ - კონკრეტულ საგზაო რისკებსა და რეალურ ფაქტებთან არის დაკავშირებული. კამპანია „ვოლვო ქარ კავკასიას“ მხარდაჭერით მიმდინარეობს - შვედური ბრენდის, რომლის ძირითადი ღირებულება უსაფრთხოებაა და ამ მიმართულებით მაღალი სტანდარტებითა და ინოვაციური მიდგომებით გამოირჩევა.ეკა კევლიშვილი, „ვოლვო ქარ კავკასიას“ მარკეტინგის ხელმძღვანელი:„მიუხედავად იმისა, რომ Volvo მუდმივად იკვლევს ავარიების გამომწვევ მიზეზებს და ყოველ ახალ მოდელში უსაფრთხოების კიდევ უფრო განვითარებულ ტექნოლოგიებს ნერგავს, რომლებიც კამერებისა და რადარის დახმარებით საფრთხის წინასწარ ამოცნობასა და შეჯახების პრევენციაზე მუშაობს, უსაფრთხოების მთავარი საფუძველი მაინც ადამიანის პასუხისმგებლობა რჩება. თანამედროვე ტექნოლოგიებს შეუძლია რისკების შემცირება და კრიტიკულ მომენტებში დახმარება, თუმცა ვერცერთი სისტემა ვერ ჩაანაცვლებს მძღოლისა და ქვეითის გააზრებულ გადაწყვეტილებებს გზაზე. ამიტომაც უსაფრთხოება არ უნდა ვივარაუდოთ - ის ყოველდღიური პასუხისმგებლობაა”.სწორედ ამიტომ, კამპანიის ფარგლებში, „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში მისული პირველი 100 მომხმარებელი სავალი ნაწილის უფასოდ შემოწმებას შეძლებს, რათა დარწმუნდეს, რომ მისი ავტომობილი ტექნიკურად სრულად გამართული და უსაფრთხოა. ტექნიკური გაუმართაობის აღმოჩენის შემთხვევაში კი ავტომობილის შეკეთებაში მათ მაღალკვალიფიციური პროფესიონალები დაეხმარებიან. კამპანიის მხარდამჭერია საცხებ-საპოხი მასალების მწარმოებელი ბრენდი Shell-იც, რომლის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში „თეგეტა მოტორსია“.„თეგეტა ჰოლდინგი“ 30 წელზე მეტია, მომხმარებლებს საერთაშორისო სტანდარტებისა და უსაფრთხოებაზე ორიენტირებული ბრენდების პროდუქტებსა და მომსახურებას სთავაზობს. თუმცა კომპანიისთვის უსაფრთხოება მხოლოდ ტექნიკური გამართულობით არ შემოიფარგლება. „თეგეტაში“ მიაჩნიათ, რომ საგზაო უსაფრთხოების კულტურის დანერგვა მძღოლებისა და ქვეითების პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულების გარეშე შეუძლებელია. სწორედ ამიტომ კომპანია საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებასა და უსაფრთხო ქცევის ხელშეწყობას სხვადასხვა სოციალური კამპანიითა და საგანმანათლებლო ინიციატივით ცდილობს. „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ კი ამ მიმართულებით კიდევ ერთი მცდელობაა, საზოგადოებას შეახსენოს, რომ გზაზე თითოეულ გადაწყვეტილებას მნიშვნელობა აქვს.„თეგეტა ჰოლდინგის” შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით „თეგეტას” 28 სერვისცენტრი აქვს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Lamborghini, Bentley, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. „თეგეტა” მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია საქართველოში. „თეგეტა ჰოლდინგი”, 3 000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

შალვა ოგბაიძე

პოლიტიკა 1779110319

„ჩვენი ქალაქი უნდა იყოს არა ავტომობილების, არამედ ადამიანების ინტერესებზე მორგებული“ - შალვა ოგბაიძე

„ადგილობრივი თვითმმართველობების მოვალეობაა, რომ იმ ადამიანებს, რომლებსაც არ ჰყავთ ავტომობილები შეუქმნან კომფორტული, უსაფრთხო გარემო და მათ სწრაფ გადაადგილებას შეუწყონ ხელი“- ეს განცხადება თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, შალვა ოგბაიძემ ოპოზიციის წარმომადგენლის საპასუხოდ გააკეთა, რომელმაც დედაქალაქში მეტი საპარკინგე სივრცის შექმნის აუცილებლობაზე ისაუბრა. შალვა ოგბაიძის თქმით, რამდენიმე საპარკინგე სივრცის შექმნა 700 ათასი ავტომობილის პრობლემას ვერ გადაჭრის. როგორც შალვა ოგბაიძემ განაცხადა, ქალაქში 700 ათასი ავტომობილი გადაადგილდება, საპარკინგე ადგილი კი მხოლოდ 31 ათასია. მისივე განცხადებით, საკრებულომ ეკომეგობრული ტრანსპორტისთვის შეღავათები დააწესა და ელექტრომობილები სალიცენზიო და პარკირების გადასახადისგან სრულად გაათავისუფლა. შალვა ოგბაიძის თქმით, დედაქალაქის მთავრობისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება სწორედ სატრანსპორტო პოლიტიკაა, რომელიც ფეხით მოსიარულის ინტერესებზეა მორგებული.„ჩვენი ქალაქი უნდა იყოს არა ავტომობილების, არამედ ადამიანების ინტერესებზე მორგებული. ამისთვის ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს. ჩვენ შემოგვყავს ახალი ავტობუსები. ძალიან მალე მოხდება მეტროპოლიტენის მოძრავი შემადგენლობის გადაიარაღება, დაემატება ახალი, გამჭოლი ვაგონები, რაც პიკის საათში მგზავრების გადანაწილებას შეუწყობს ხელს და ლოდინის დროს შეამცირებს“- განაცხადა შალვა ოგბაიძემ.

პოლიცია

სამართალი 1779086253

პოლიციამ სარეალიზაციოდ გამზადებული 31 შეკვრა „მეთადონი“ ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით მოლდოვის 2 მოქალაქე დააკავეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, დროებითი საცხოვრებელი სახლისა და ავტომობილის ჩხრეკისას, ასევე, სხვადასხვა ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, სარეალიზაციოდ გამზადებული 31 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“-ს შემცველი გრანულები და ფხვიერი მასა.„ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლატარია

მსოფლიო 1779027187

მამაკაცმა ლატარიაში მე-18-ედ მოიგო (უცხოეთი)

გამორჩეულად იღბლიანი ადამიანები ხომ არსებობენ? ხოდა ასეთია რობერტ ბევანი.აიდაჰოს მკვიდრი, რომელმაც ეს-ესაა მეთვრამეტედ მოიგო 50 000 დოლარის ოდენობის პრიზი ლატარიაში.აიდაჰოს ლატარიის კომპანიამ ამის შესახებ ინფორმაცია ინსტაგრამის პოსტში გააზიარა. 1997 წელს, რობერტი ასევე იყო ლატარიის ლეგენდარული „ბლეიზერ ბაქსის“ აქციის ერთ-ერთი გამარჯვებული, როდესაც აიდაჰოს ლატარიამ  შვიდი  შევროლეტი გადასცა მომხმარებლებს. ავტომობილის  გარდა, რობერტს მოგებული აქვს პრიზები 1000-დან 200 000 დოლარამდე თანხის ოდენობით.

იტალია

მსოფლიო 1778993341

იტალიაში მამაკაცი ავტომობილით 10-მდე ფეხით მოსიარულეს დაეჯახა

 იტალიაში, ქალაქ მოდენაში მამაკაცი ავტომობილით 10-მდე ფეხით მოსიარულეს დაეჯახა.არსებული ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად, ოთხი ადამიანი მძიმედ დაშავდა, ერთ-ერთ დაშავებულს შესაძლოა, ორივე ფეხის ამპუტაცია დასჭირდეს.მედიის ცნობით, ავტომობილის მძღოლი მაროკოული წარმოშობის 31 წლის მამაკაცია, რომელსაც იტალიის მოქალაქეობა აქვს. პოლიცია მის დაკითხვას აწარმოებს, დანაშაულის მოტივის დადგენისთის.ინციდენტს იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯორჯია მელონი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. 

იტალია

მსოფლიო 1778959032

იტალიის ქალაქ მოდენაში ავტომობილი ხალხში შევარდა - არიან დაშავებულები

იტალიის ქალაქ მოდენაში ავტომობილი ხალხში შევარდა, დაშავდა რამდენიმე ადამიანი.ქალაქის მერის, მასიმო მეცეტის განცხადებით, ინციდენტის შედეგად, სულ მცირე, რვა ადამიანი დაშავდა, მათ შორის, ოთხი მძიმედ, ერთ-ერთ დაშავებულ ქალს კი, შესაძლოა, ორივე ფეხის ამპუტაცია დასჭირდეს.მედიის ცნობით, ავტომობილის მძღოლი იდენტიფიცირებულია და დაკავებულია. ის მაროკოული წარმოშობის 31 წლის მამაკაცია, რომელსაც იტალიის მოქალაქეობა აქვს. ამჟამად პოლიცია მის დაკითხვას აწარმოებს, რათა დადგინდეს, რა მოტივით ჩაიდინა დანაშაული.მომხდარს იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ფაქტი უკიდურესად სერიოზულია.„დღეს მოდენაში მომხდარი, სადაც მამაკაცმა რამდენიმე ფეხით მოსიარულეს გადაუარა და შემდეგ, როგორც ამბობენ, გამვლელი დანით დაჭრა, უკიდურესად სერიოზულია. სოლიდარობას ვუცხადებ დაშავებულებს და მათ ოჯახებს. ასევე მინდა, მადლობა გადავუხადო მოქალაქეებს, რომლებიც მამაცურად ჩაერივნენ დამნაშავის შესაჩერებლად და სამართალდამცავ ორგანოებს მათი ქმედებისთვის. ვესაუბრე მერს და მუდმივ კონტაქტზე ვარ ადგილობრივ ხელისუფლებასთან, რათა დავაკვირდე სიტუაციის განვითარებას. მჯერა, პასუხისმგებელი პირი სრულად აგებს პასუხს თავის ქმედებებზე“, – დაწერა მელონიმ სოციალურ ქსელში.

ჯარიმა

სოციალური თემა 1778880483

ჯარიმა 200 ლარი და მინუს 30 ქულა - მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებს

შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მთავარ მიზანს საგზაო მოძრაობის წესების მაქსიმალურად უზრუნველყოფა და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენცია წარმოადგენს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.ბოლო წლების განმავლობაში, მნიშვნელოვნად გაზრდილი სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობისა და მზარდი მობილობის ფონზე, საგზაო უსაფრთხოება კვლავ გამოწვევად რჩება - მიუხედავად მიღწეული პროგრესისა, საქართველოში ყოველწლიურად საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად ასობით ადამიანი იღუპება, ან იღებს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას. მხოლოდ გასულ - 2025 წელს საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევებს 469 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 8 191 ადამიანი დაშავდა.არსებული სანქციების გამკაცრება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების გამომწვევი მიზეზების კომპლექსურმა ანალიზმა, საქართველოს გზებზე სიკვდილიანობის მაღალმა მაჩვენებელმა განაპირობა.საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტით გაიზარდა სანქციები ცალკეულ სამართალდარღვევებზე, კერძოდ:• 100 ლარამდე გაიზარდა ჯარიმა სატრანსპორტო საშუალების გზაზე მანევრირების წესების დარღვევისთვის. ამავდროულად, ამ სამართალდარღვევისთვის მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა შემცირდება 20 ქულით;• 50-დან 100 ლარამდე გაიზარდა სანქცია 15 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 40 კმ/სთ-ის სიჩქარის გადაჭარბებისთვის;• 50 ლარამდე გაიზარდა სანქცია ავტომობილით მოძრაობისას მძღოლის ან მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობისთვის, ამავდროულად, ამ სამართალდარღვევისთვის მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა შემცირდება 10 ქულით;• 50 ლარამდე გაიზარდა სანქცია ავტომობილის მართვის დროს მძღოლის მიერ მობილურით სარგებლობისთვის;• დგომა-გაჩერების წესების დარღვევისთვის თბილისის მსგავსად, 50 ლარამდე გაიზარდა ჯარიმის ოდენობა ქუთაისში, ბათუმში, მცხეთაში, რუსთავში, გორში, თელავში, ფოთში, ზუგდიდში, ახალციხეში, ოზურგეთსა და საქართველოს კურორტებსა, ასევე M3, N2, N3 ან T კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებისთვის;• დრიფტი, რომელსაც მოჰყვა ნივთის ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, 500 ლარიან ჯარიმასთან ერთად გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებას 6 თვის ვადით. განმეორებით საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, რომელსაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა ან გამოიწვია საცობის შექმნა, გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე 30 ქულის შემცირებას;• 500 ლარიანი ჯარიმაა გათვალისწინებული თბილისში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზაზე N2 ან/და N3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის, იმ შემთხვევაში თუ სატვირთო გადაზიდვის დანიშნულების ადგილი თბილისი არ არის.• ახალ სამართალდარღვევად განისაზღვრა სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე ან ქვეითთა გადასასვლელზე დგომა-გაჩერება, რაც თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, მცხეთაში, რუსთავში, გორში, თელავში, ფოთში, ზუგდიდში, ახალციხეში, ოზურგეთში, ან/და საქართველოს კურორტებზე გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტებში - 10 ლარით.• ტროტუარზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის დადგინდა ჯარიმა 200 ლარი, აგრეთვე დამრღვევს მართვის მოწმობაზე შეუმცირდება 30 ქულა;• ცვლილებები ითვალისწინებს ახალ ამკრძალავ ნიშანს − „გაჩერება აკრძალულია სახანძრო ჰიდრანტთან“. აღნიშნული კრძალავს სახანძრო ჰიდრანტთან სატრანსპორტო საშუალების როგორც გაჩერებას, ისე დგომას. დასახელებული მოთხოვნის დაუცველობა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, აგრეთვე შესაძლებელი გახდა სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანა.ახლებურად განისაზღვრა „BUS LANE“-ზე სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გარდა სხვა სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის საკითხები, კერძოდ:• „BUS LANE“-ზე მოძრაობა, არსებულ 100 ლარიან ჯარიმასთან ერთად, დამატებით გამოიწვევს მართვის მოწმობაზე 15 ქულის შემცირებას, ხოლო ქმედების განმეორებისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 150 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე 30 ქულის შემცირება;• საერთო ნაკადის საპირისპირო მიმართულებით მოწყობილ „BUS LANE“-ზე მოძრაობა, გაჩერება ან დგომა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე 20 ქულის შემცირებას, ხოლო ქმედების განმეორებისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 300 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე 30 ქულის შემცირება.

ლენტა

შემთხვევა 1778847540

ტრაგედია საგარეჯოში - 3 წლის გოგონა უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა

უბედურ შემთხვევას საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 3 წლის გოგონა ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ მანავში მოხდა.ადგილობრივების ინფორმაციით, ბავშვი მეზობლის ეზოში იმყოფებოდა, რა დროსაც ეზოდან გამომავალ ავტომობილთან ახლოს მიირბინა, ავტომობილის კართან შეხების შემდეგ დაეცა და თავის არეში მძიმე ტრამვა მიიღო.სოფელში ამბობენ, რომ ავტომობილის მძღოლი შვილების სკოლიდან გამოსაყვანად წასვლას აპირებდა.მომხდარი ფაქტის ზუსტი გარემოებების დასადგენად, საქმეში სამართალდამცავი ორგანოები არიან ჩართული.

სპორტსმენი ავარია გარდაბანი

შემთხვევა 1778789300

ტრაგედია გარდაბანში - ავარიის დროს დაღუპულთა შორის 17 წლის სპორტსმენია

გარდაბანში უმძიმესი ავარიის დროს ერთ-ერთი დაღუპული 17 წლის სპორტსმენი ჯალილ მასიმოვია. როგორც ირკვევა, ბიჭი MMA - ის მებრძოლი იყო.ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელსაც 7 ახალგაზრდა ემსხვერპლა და ერთი დაშავდა, გარდაბანში დღეს დილით მოხდა.გავრცელებული ინფორმაციით, BMW-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა. მანქანას ცეცხლი გაუჩნდა.მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას მთვრალ მდგომარეობაში, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა).საბედისწერო წამები გარდაბანში - რა უძღოდა წინ ავარიას, რომელსაც 7 ადამიანი ემსხვერპლა

რავ4

საზოგადოება 1778766372

„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სრულიად ახალი, მე-6 თაობის Toyota RAV4 წარადგინა

თანამედროვე ციფრული სისტემები, კომფორტი, უსაფრთხოების მოწინავე გადაწყვეტები და მრავალფეროვნება, რომელიც წლების განმავლობაში ამ მოდელის სავიზიტო ბარათად იქცა - „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ საქართველოში მე-6 თაობის უახლესი RAV4 წარადგინა.ახალი ავტომობილის წარდგენის ღონისძიება კახეთში, Hotel Meteo-ში გაიმართა, სადაც მომხმარებლებსა და პარტნიორ კომპანიებს ბრენდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი და მოთხოვნადი SUV ადგილზე გააცნეს. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ავტომობილი თავად გაეტესტათ და მისი მონაცემები შეეფასებინათ.ღონისძიებას თან სდევდა სხვადასხვა ტიპის აქტივობებიც, რაც გარემოს კიდევ უფრო უნიკალურსა და დასამახსოვრებელს ხდიდა. მარიამ მელიაშვილი, „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ დირექტორი: „Toyota RAV4 წლების განმავლობაში მომხმარებლებისა და პარტნიორების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და მოთხოვნადი SUV მოდელია. მოხარულები ვართ, რომ მისი სრულიად ახალი, მე-6 თაობის წარდგენა სწორედ მათთან ერთად შევძელით. ეს ავტომობილი უკვე გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ განახლებული მოდელი. ის აერთიანებს თანამედროვე ტექნოლოგიებს, კომფორტსა და იმ თავისუფლების შეგრძნებას, რასაც RAV4 ყოველთვის ატარებდა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ასეთი პრეზენტაციები მხოლოდ პროდუქტის წარდგენას არ ემსახურებოდეს. გვინდოდა, სტუმრებს რეალურად გამოეცადათ ახალი RAV4“.ღონისძიების ცენტრალური მომენტი საღამოს ოფიციალური ნაწილი იყო, სადაც სტუმრებმა პირველად იხილეს მე-6 თაობის Toyota RAV4. პრეზენტაციაზე დეტალურად წარმოაჩინეს ავტომობილის განახლებული დიზაინი, თანამედროვე ინტერიერი და ტექნოლოგიური შესაძლებლობები, რომლებიც ახალ თაობას წინა მოდელისგან მკვეთრად განასხვავებს. ახალი მოდელი მორგებულია როგორც ქალაქის გზებზე, ისე ქალაქგარეთ სამოგზაუროდ. ღონისძიება „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ პარტნიორი კომპანიების მხარდაჭერით გაიმართა. მათ შორის, „თიბისი დაზღვევის“, „თიბისი ლიზინგის“, „ალდაგის“, „ჯიპიაი ჰოლდინგის“, „მეტროპოლის“, Bridgestone-ისა და „სარაჯიშვილის“.მე-6 თაობის Toyota RAV4-ის წარდგენით „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ერთგულება მომხმარებლების მიმართ და ბაზარზე იმ მაღალი სტანდარტის შენარჩუნება, რომელიც ბრენდს ათწლეულებია გამოარჩევს. ახალი მოდელის შეკვეთა, ტესტდრაივის დაჯავშნა და RAV4-ის პოტენციალის ადგილზე გამოცდა „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ შოურუმშია შესაძლებელი. „თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. კომპანია მონობრენდულია და მისი მომსახურება სრულიად ტოიოტას ავტომობილებზეა ფოკუსირებული. ამ ეტაპზე კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ტოიოტას უახლესი მოდელების ავტომობილებს, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და მომსახურებას. სერვისი აღჭურვილია თანამედროვე ავტორიზებული პროგრამებითა და კვალიფიციური პერსონალით.