ტოიოტა

საზოგადოება • 1792069408

Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის

Toyota Center Tegeta-მ მომხმარებლებისთვის რიგით მეორე ოფროუდტური გამართა, სადაც მათ Toyota-ს მოდელების პრაქტიკულად გამოცდისა და ავტომობილების შესაძლებლობების რთულ რელიეფზე შეფასების შესაძლებლობა მიეცათ. ღონისძიებამ, რომელსაც ლილო არენამ უმასპინძლა, ოფროუდით დაინტერესებული საზოგადოება ერთ სივრცეში გააერთიანა.ტურის ფარგლებში მომხმარებლებმა Toyota-ს სამი მოდელი გატესტეს - სრულიად ახალი LAND CRUISER 300 MILD HYBRID, HILUX და PRADO.მარიამ მელიაშვილი, Toyota Center Tegeta-ს გენერალური დირექტორი: „ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მომხმარებელთან ურთიერთობა ავტომობილის შერჩევითა და შეძენით არ შემოიფარგლებოდეს. გვსურს, მათ შევთავაზოთ გამოცდილება, რომელიც ავტომობილის უკეთ გაცნობაში, მართვის უნარების განვითარებასა და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაში დაეხმარება. ოფროუდტური სწორედ ამ მიზანს ემსახურება. Toyota-ს ავტომობილები საიმედოობითა და გამავლობით გამოირჩევა, თუმცა ამ მახასიათებლების სრულად შეფასება მხოლოდ რეალურ, რთულ პირობებშია შესაძლებელი. ამ მიზნით მომხმარებლებს საშუალება მივეცით, სრულიად ახალი LAND CRUISER 300 MILD HYBRID, HILUX და PRADO საოფროუდე ტრასაზე გამოეცადათ და მათი შესაძლებლობები საკუთარი გამოცდილებით შეეფასებინათ. გარდა ამისა, ეს დღე მომხმარებლებთან უშუალო კომუნიკაციის შესაძლებლობაცაა - შეგვიძლია, მოვისმინოთ მათი შთაბეჭდილებები, უკეთ გავიგოთ მათი ინტერესები და ერთად შევქმნათ ახალი გამოცდილება. პირველი ტურის შემდეგ მიღებულმა გამოხმაურებამ ცხადყო, რომ მომხმარებლები ამ ფორმატით დაინტერესებულნი არიან, ამიტომ მეორე ტურიც გავმართეთ და ამ პრაქტიკის გაგრძელებას მომავალშიც ვგეგმავთ“.Toyota Center Tegeta-ს ღონისძიება ორი ნაწილისგან შედგებოდა: ტესტდრაივისა და შეჯიბრებისგან. ორივე აქტივობისთვის სპეციალური საოფროუდე ტრასები მოეწყო. 4X4 ავტომობილების მოყვარულებმა Toyota-ს მოდელების გამავლობა და მართვის შესაძლებლობები უშუალოდ საჭესთან გამოცადეს, შეჯიბრების დროს კი საკუთარი უნარებიც შეაფასეს.Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური მომხმარებლებთან ურთიერთობის ფორმატია, რომელიც ავტომობილის პრაქტიკულ გაცნობას, მართვის უნარების განვითარებასა და მომხმარებლებთან ცოცხალ კომუნიკაციას აერთიანებს.ღონისძიების პარტნიორები იყვნენ: „ბრიჯსტოუნი“, „პოლარისი“, „თიბისი დაზღვევა“, „თიბისი ლიზინგი“, „ალდაგი“, „ჯიპიაი ჰოლდინგი“, „სოლო“ და „ვისოლი“.Toyota Center Tegeta იაპონური ბრენდის, Toyota-ს ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. კომპანია მუდმივად ზრუნავს, მომხმარებლებს განსაკუთრებული გამოცდილება შესთავაზოს და ბრენდთან კიდევ უფრო დააახლოოს. მომხმარებლებს შეუძლიათ როგორც ოფროუდტურზე წარმოდგენილი, ისე Toyota-ს სხვა მოდელების ნახვა, დეტალების გაცნობა და ტესტდრაივის დაჯავშნა Toyota Center Tegeta-ს შოურუმში, მისამართზე: თბილისი, უნივერსიტეტის ქუჩა №6.„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ტოიოტა ცენტრი თეგეტა" საქართველოს ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. კომპანია მონობრენდულია და მისი მომსახურება სრულიად „ტოიოტას“ ავტომობილებზეა ფოკუსირებული. ამ ეტაპზე კომპანია მომხმარებელს სთავაზობს „ტოიოტას“ უახლესი მოდელების ავტომობილებს, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და მომსახურებას. სერვისი აღჭურვილია თანამედროვე ავტორიზებული პროგრამებითა და კვალიფიციური პერსონალით.

საქსტატი

ფინანსები • 1792058127

2025 წელს სადაზღვევო კომპანიების მიერ გამომუშავებულმა პრემიამ 1.3 მლრდ ლარი შეადგინა, ხოლო დამდგარი ზარალის ანაზღაურება – 764 მლნ ლარით განისაზღვრა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლებმა 13.8 მლრდ ლარი შეადგინა. შემოსავლის უდიდეს ნაწილს – 80.3%-ს საპროცენტო და მასთან გათანაბრებული შემოსავლები შეადგენდა, 9.1% საკომისიო შემოსავლებზე მოდიოდა, ხოლო დარჩენილი 10.6% სხვა სახის შემოსავლებზე განაწილდა.საქსტატის ცნობით, 2025 წლის დასასრულისთვის საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებული საწარმოების სალაროში განთავსებული იყო 3.1 მლრდ. ლარი ნაღდი ფულის სახით. ამავე დროს, ფიქსირებული და არაწარმოებული აქტივების ნარჩენმა (საბალანსო) ღირებულებამ 2.9 მლრდ. ლარი შეადგინა. 2025 წელს საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებულ საწარმოებში დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა 42.7 ათასს შეადგენდა, რომელთაგან 65.6 პროცენტი ქალი იყო.ამასთან, უწყების ანგარიშით, 2025 წელს სადაზღვევო კომპანიების მიერ გამომუშავებულმა პრემიამ 1.3 მლრდ. ლარი შეადგინა, საიდანაც 42.0% სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევაზე მოდიოდა, 11.3% – ქონების დაზღვევაზე, 9.6% – სიცოცხლის დაზღვევაზე, 6.4% – სახმელეთო ტრანსპორტის გამოყენებასთან დაკავშირებულ სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევაზე, 1.4% – უბედური შემთხვევის დაზღვევაზე, ხოლო დანარჩენი 29.3% სხვა სახის დაზღვევაზე განაწილდა.2025 წელს სადაზღვევო კომპანიების მიერ ანაზღაურებული დამდგარი სადაზღვევო ზარალი 763.9 მლნ. ლარით განისაზღვრა, რომლის 56.6% სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევაზე მოდიოდა, 6.3% – ქონების დაზღვევაზე, 5.4% – სიცოცხლის დაზღვევაზე, 5.0% – სახმელეთო ტრანსპორტის გამოყენებასთან დაკავშირებულ სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევაზე, ხოლო დანარჩენი 26.7% სხვა სახის დაზღვევაზე განაწილდა.

საქართველლს ბანკი

საზოგადოება • 1791546202

აიღეთ ციფრული Amex ბარათი და ისარგებლეთ სპეციალური პირობებით

საქართველოს ბანკი მომხმარებლებს საკრედიტო Amex ბარათის კიდევ უფრო მარტივად მიღების შესაძლებლობას სთავაზობს.ის მომხმარებლები, რომლებიც საქართველოს ბანკის მობილბანკიდან ციფრული Amex ბარათს აიღებენ, ბარათის პირველი წლის მომსახურების საფასურს არ გადაიხდიან.აღნიშნული შეთავაზება 30 ოქტომბრის ჩათვლით მოქმედებს.ინფორმაციისთვის, ციფრული Amex-ის აღება მობილბანკიდან სულ რამდენიმე წამშია შესაძლებელი. ბარათის მიღების შემდეგ მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს გამოიყენოს მისთვის ხელმისაწვდომი საკრედიტო ლიმიტი და ისარგებლოს საშეღავათო პერიოდით. თანხის დარიცხვის თარიღიდან 25 დღის განმავლობაში სრულად დაფარვის შემთხვევაში, გახარჯულ თანხაზე პროცენტი არ დაერიცხება. პირველ წელს, საშეღავათო პერიოდის განმავლობაში, თანხის დაბრუნება კი ეფექტური 0%-იდან არის შესაძლებელი.მობილბანკის Amex-ის სივრცეში მომხმარებელს ასევე შეუძლია აკონტროლოს საკრედიტო ლიმიტი, გამოყენებული და დასაფარი თანხა, ასევე გადახდის ვადები.Amex-ის მფლობელებს MR ქულების დაგროვებისა და სპეციალური შეთავაზებებით სარგებლობის შესაძლებლობა აქვთ. Amex Green და Gold ბარათებს დამატებით სამოგზაურო დაზღვევაც მოჰყვება, რომელიც ისეთ გაუთვალისწინებელ შემთხვევებს ფარავს, როგორიცაა ბარგის დაკარგვა და ფრენის გადადება.Amex ბარათს ძალიან მარტივად და სწრაფად, საქართველოს ბანკის მობილბანკიდან შეუკვეთავთ.

დავით ქართველიშვილი

პოლიტიკა • 1790767901

დავით ქართველიშვილი: მუდმივი „გადამწყვეტი მარშებისა“ და დაპირებული წარუმატებელი რევოლუციების ნაკადში, რადიკალებმა თვით პროტესტის იდეა სრულ მარაზმამდე და გამოფიტვამდე მიიყვანეს

თანამედროვე საქართველოს ისტორიაში პირველი ოქტომბრის მნიშვნელობაზე და ოპოზიციის მხრიდან ამ თარიღის საკრალურად გადაქცევის მცდელობაზე წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.როგორც ის აღნიშნავს, რადიკალების კრახი სწორედ 1 ოქტომბერს დაიწყო, თუმცა დასკვნები საკუთარ შეცდომებსა და ჩადენილ დანაშაულებზე მათ დღემდე არ გაუკეთებიათ.დავით ქართველიშვილი მკაფიოდ უსვამს ხაზს იმას, რომ არც მოქმედი და არც მომავალი ხელისუფლებისათვის ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები და რა თქმა უნდა, თავად პარტია, საფრთხეს, თავისი დესტრუქციული შინაარსიდან გამომდინარე, აღარ წარმოადგენენ.„ხვალინდელი დღის ქართული პოლიტიკის საკრალურ წყალგამყოფად არჩევა რადიკალური ოპოზიციისთვის დიდი ხანია ირონიულ ფსიქოლოგიურ დრამად იქცა. მანიაკალური და სუიციდური სიჯიუტით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები ყოველჯერზე სწორედ ამ კალენდარულ თარიღს ირჩევენ, 1 ოქტომბერს - წმინდა ბიძინას ხსენების დღეს, მათთვის საძულველი ივანიშვილის ზეციური მფარველის დღეს. ყველაფერი 2012 წლის 1 ოქტომბერს დაიწყო, როდესაც „ნაცმოძრაობამ“ არჩევნები ხმაურიანად წააგო „ქართულ ოცნებასთან“, თუმცა დასკვნები არ გაუკეთებია.2021 წელს მიხეილ სააკაშვილმა გადაწყვიტა ტრიუმფალურად (როგორც თვითონ ეგონა) დაბრუნებულიყო ქვეყანაში რძის პროდუქტების დატვირთული ტრაილერით სწორედ თავისი მთავარი ოპონენტის ანგელოზის დღეს, რითაც საკუთარი გაკოტრებული პოლიტიკური გავლენის ნარჩენები - ციხის საკანზე გაცვალა და ისევ იმავე საკრალურ ფოცხს დააბიჯა.მორიგი საიუბილეო (5 წელი) თარიღის მოახლოებასთან დაკავშირებით, ექს-პრეზიდენტის მხარდამჭერებმა თბილისის მერიას მიმართეს, პარლამენტის შენობასთან „მასშტაბური" მხარდამჭერი აქციის გამართვის თხოვნით, თუმცა, დედაქალაქის მერიამ მათ ოფიციალური უარით უპასუხა.ეს აკრძალვა არა ადმინისტრაციულ რესურსად, არამედ ოპოზიციის დეგრადაციის 14-წლიანი ისტორიის ლოგიკურ ეპილოგად გამოიყურება. მუდმივი „გადამწყვეტი მარშებისა“ და დაპირებული წარუმატებელი რევოლუციების ნაკადში, რადიკალებმა თვით პროტესტის იდეა სრულ მარაზმამდე და გამოფიტვამდე მიიყვანეს. რიგითი მოქალაქეც კი, 1 ოქტომბერს აღიქვამს არა „დემოკრატიისთვის ბრძოლად“, არამედ უაზროდ გაწელილ იაფფასიან სერიალად ცნობილი ფინალით, სადაც მთავარი გმირები თანაგრძნობას კი არა, ირონიულ ღიმილს იწვევენ.თუმცა, ხელისუფლების მხრიდან მსგავსი მიტინგების მიმართ სიხისტის გამოჩენა და აკრძალვა, ალბათ, ზედმეტი დაზღვევაა. დარწმუნებული ვარ, სააკაშვილის დაკავების 15 წლისთავზე იმდროინდელ ხელისუფლებას სრულიად მშვიდად შეეძლება ამ აქციის ნებართვის გაცემა, ვინაიდან რადიკალების შიში მათ არც დღეს აქვთ და არც პერსპექტივაში ექნებათ თუ, რა თქმა უნდა, „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერები იმ დროისთვის საერთოდ იარსებებენ, როგორც პოლიტიკური სახეობა. მეტიც, მათი გაქრობის პირობებშიც კი, ხელისუფლებას შეუძლია თვითონვე აღნიშნოს სააკაშვილის დაკავების 15 წლისთავი, გამოჰყოს ამისთვის სცენაც და მიკროფონები...“ - წერს დავით ქართველიშვილი.

Toyta

საზოგადოება • 1789559395

„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა

იაპონური ხარისხი და სანდოობა - „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ ბრენდის პირველი სრულად ელექტრო ავტომობილი Toyota bZ4X საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად წარადგინა. პრეზენტაცია თბილისში, ნინოშვილის ქუჩაზე მდებარე პადელის კორტებზე, „ჯიმ ბრიზზე“ გაიმართა და 300-მდე სტუმარს - კომპანიის მომხმარებლებსა და პარტნიორებს უმასპინძლა. ავტომობილის წარდგენა კომპანიამ სპორტულ აქტივობას დაუკავშირა.მარიამ მელიაშვილი, „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ გენერალური დირექტორი: „bZ4X ჩვენი ბრენდის პირველი სრულად ელექტრო მოდელია, რომელიც საქართველოს ბაზარზე შემოვიდა - ავტომობილი, რომელშიც „ტოიოტასთვის“ დამახასიათებელ სანდოობასა და გამძლეობას ელექტრომობილის უპირატესობებთან აერთიანებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, bZ4X-ის წარდგენა განსხვავებულ გარემოში გამართულიყო. სწორედ ამიტომ შევარჩიეთ პადელის კორტები და ჩვენი მომხმარებლებისთვის Toyota Center Tegeta-ს სპეციალური ტურნირი გავმართეთ. ამავდროულად სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ადგილზე გამოეცადათ ახალი, სრულად ელექტრო bZ4X და თავად შეეგრძნოთ მისი მართვის გამოცდილება. გვინდოდა, შეგვექმნა გარემო, სადაც ახალი მოდელის გაცნობა, სპორტი და სასიამოვნო ემოციები ერთ გამოცდილებად გაერთიანდებოდა“.bZ4X საქართველოში სამი კომპლექტაციითაა წარმოდგენილი, მათ შორის, მხოლოდ წინა და ასევე ოთხივე წამყვანი თვლით. სრული დამუხტვით ავტომობილს 450-დან 500 კილომეტრამდე მანძილის დაფარვა შეუძლია, რაც მას იდეალურს ხდის როგორც ქალაქში ყოველდღიური გადაადგილებისთვის, ისე ქალაქგარეთ მოგზაურობისთვის. მოდელს დიდი სალონი და ტევადი საბარგული აქვს. bZ4X პირველი იაპონური ელექტრომობილია საქართველოში, რომელიც გამორჩეული იქნება გამძლეობითა და ხარისხით.ოფიციალურ წარდგენამდე ცოტა ხნით ადრე „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ ერთგულ მომხმარებლებს ავტომობილი ათ დღემდე ვადით სატესტოდ გადასცა და მათი შთაბეჭდილებები ვიდეორგოლის სახით გამოაქვეყნა.ანი თედიაშვილი, „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ მარკეტინგის მენეჯერი: „პრეზენტაციამდე ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს bZ4X ერთი კვირით ან ათი დღით გადავეცით, რათა ავტომობილი ყოველდღიურ რეჟიმში, საკუთარ მარშრუტებზე გამოეცადათ. არანაირი სცენარი და მითითება არ გვქონია - შემდეგ უბრალოდ მათი რეალური შთაბეჭდილებები ჩავიწერეთ და თითქმის ყველა ერთსა და იმავეს ამბობდა: ავტომობილმა მოლოდინს გადააჭარბა. იგივე განწყობა იყო ღონისძიებაზეც - ტესტდრაივისა და ტურნირის პარალელურად სტუმრები ერთმანეთს სწორედ ამ გამოცდილებას უზიარებდნენ. პადელი ჯანსაღი ცხოვრების წესთან ასოცირდება, ელექტრომობილი კი - სუფთა გარემოსთან. ამ ორის გაერთიანება ბუნებრივი არჩევანი იყო და საშუალება მოგვცა, მოდელი ახალი აუდიტორიისთვისაც წარგვედგინა“.bZ4X-ის წარდგენის ოფიციალური ღონისძიების პარტნიორები იყვნენ: „სარაჯიშვილი“, „თიბისი დაზღვევა“, „თიბისი ლიზინგი“, „ალდაგი“, „ჯიპიაი ჰოლდინგი“ და „ვისოლი“.ახალი მოდელის გაყიდვები საქართველოში უკვე წარმატებით დაიწყო - ავტომობილი „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ შოურუმშია წარმოდგენილი, შესაძლებელია ტესტდრაივის დაჯავშნაც. bZ4X-ს, „ტოიოტას“ სხვა მოდელების მსგავსად, 10-წლიანი გარანტია აქვს, ტექნიკურ მომსახურებას კი ავტომფლობელები „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ სერვისცენტრში მიიღებენ.--„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ტოიოტა ცენტრი თეგეტა" საქართველოს ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. კომპანია მონობრენდულია და მისი მომსახურება სრულიად „ტოიოტას“ ავტომობილებზეა ფოკუსირებული. ამ ეტაპზე კომპანია მომხმარებელს სთავაზობს „ტოიოტას“ უახლესი მოდელების ავტომობილებს, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და მომსახურებას. სერვისი აღჭურვილია თანამედროვე ავტორიზებული პროგრამებითა და კვალიფიციური პერსონალით.

ქალი და ქათამი

მსოფლიო • 1789290065

ამერიკელმა ქალმა საყვარელი ქათმის მკურნალობაზე 10 ათასი დოლარი დახარჯა

აშშ-ში, კოლორადოს შტატში მცხოვრებმა სელეტა ნოტნაგელმა თავისი საყვარელი ქათმის გულის ავადმყოფობისგან სამკურნალოდ 10 ათასი დოლარი დახარჯა. ამის შესახებ Yahoo იტყობინება.გამოცემის ინფორმაციით, ქათამი სახელად ბლიუ ქალის სახლში ცხოვრობს და ნოტნაგელის საწოლთან სძინავს. პატრონი მას თავის „მონათესავე სულს“ უწოდებს. გასული წლის მარტში ბლიუცუდად გახდა, ვეტერინარმა კი დაადგინა, რომ მას გულის სისხლძარღვებთან დაკავშირებული პრობლემები აქვს.ამ დეფექტის გამოსწორება ჩვეულებრივი პროცედურაა ძაღლებისა და კატებისთვის, მაგრამ ფრინველისთვის ის აქამდე არ ჩაუტარებიათ. სარისკო ოპერაცია 4 ათასი დოლარი ღირდა, მკურნალობის საერთო ხარჯმა კი 10 ათასი შეადგინა.„ეს დიდი თანხა, დაზღვევა მხოლოდ 2,5 ათასს ფარავს. მაგრამ თქვენი შვილებისთვის ან თქვენი ძაღლისთვის ამას ხომ გააკეთებდით. მაგრამ როცა ვამბობ, რომ თანხა ქათმის სამკურნალოდ დავხარჯე ხალხი ამბობს: „ამდენი ქათამზე დახარჯე? შეგეძლო უბრალოდ ქვაბში ჩაგედო“,- ამბობს ნოტნაგელი.

ინფლაცია

ფინანსები • 1789121940

ევროკავშირის მეთოდოლოგიით ინფლაციის დათვლის შედეგმა აგვისტოში 4.9 პროცენტი შეადგინა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსით, 2026 წლის აგვისტოში ინფლაციამ 4.9 პროცენტი შეადგინა, რაც 0.7 პროცენტით ნაკლებია ეროვნული მეთოდოლოგიით დაანგარიშებულ 5.6-პროცენტიან ინფლაციაზე.რაც შეეხება ცალკეულ კომპონენტებს, ევროკავშირის HICP მეთოდოლოგიით, პროცენტული ცვლილება 2025 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ასე ნაწილდება: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები – 4.8%; ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო – 5.0%; ტანსაცმელი და ფეხსაცმელი – -2.5%; საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები – 8.5%; ავეჯი, საოჯახო ნივთები და მორთულობა, სახლის მოვლა-შეკეთება – -1.6%; ჯანმრთელობა – 5.2%; ტრანსპორტი – 15.8%; ინფორმაცია და კომუნიკაცია – -5.6%; დასვენება, სპორტი და კულტურა – 5.0%; განათლება – 2.5%; რესტორნები და ღამისთევის მომსახურება – 2.2%; დაზღვევა და საფინანსო მომსახურება – 2.4%; პირადი ჰიგიენა, სოციალური დაცვა და სხვადასხვა საქონელი – 9.8%.საქსტატმა ახალი ინდიკატორის, სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსის გამოქვეყნება 2022 წლიდან დაიწყო.

ლევან მაჭავარიანი

პოლიტიკა • 1787560893

ლევან მაჭავარიანი: ლოგიკურია, რომ ბატონი ღარიბაშვილის წერილი კორუფციასთან დაკავშირებულ ბრალდებასთან დავაკავშიროთ. იგი თემის ხელოვნურად პოლიტიზებას ცდილობდა

ლოგიკურია, რომ ბატონი ღარიბაშვილის წერილი ამ [კორუფციასთან დაკავშირებულ] ბრალდებასთან დავაკავშიროთ. იგი თემის ხელოვნურად პოლიტიზებას ცდილობდა, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.დეპუტატი ირაკლი ღარიბაშვილისთვის დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე ბრალის წარდგენას ეხმაურება.„ლოგიკურია, რომ ბატონი ღარიბაშვილის წერილი ამ [კორუფციასთან დაკავშირებულ] ბრალდებასთან დავაკავშიროთ. იგი თემის ხელოვნურად პოლიტიზებას ცდილობდა, იქიდან გამომდინარე რომ იცოდა კონკრეტული ბრალის შესახებ. ლოგიკა გვკარნახობს, რომ ამ ყველაფრისგან თავის დაზღვევა უნდოდა. ჩვენ საქმით გვაქვს დამტკიცებული, რომ ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს მაღალი თანამდებობის პირია ადამიანი თუ არ არის, ჩვენი ამჟამინდელი გუნდის წევრია, თუ ყოფილი, აბსოლუტურად ყველასთან გვაქვს ერთნაირი მიდგომა - ჩვენ კორუფციას არ ვაპატიებთ არავის“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.

ვოლვო

საზოგადოება • 1786366909

Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე

ახალი ავტომობილის შეძენისას არჩევანს მხოლოდ სასურველი მოდელის დიზაინი ან მართვის გამოცდილება არ განსაზღვრავს. მძღოლებისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია,  რამდენად მარტივი, კომფორტული და პროგნოზირებადი იქნება მისი ფლობა მომავალში. ამ პროცესის გასამარტივებლად კომპანია „ვოლვო ქარ საქართველომ“ ახალი პროდუქტი - Volvo 365 შექმნა, რომელიც Volvo-ს მფლობელებს მისი შეძენიდან ერთი წლის განმავლობაში ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯებისგან ათავისუფლებს და საშუალებას აძლევს, ავტომობილის მართვის გამოცდილებით სრულად ისიამოვნონ.Volvo 365-ის კონცეფცია იდეას - „360° + 5“ - ეფუძნება. 360° მომხმარებელზე სრულფასოვან ზრუნვას გამოხატავს, ხოლო 5 იმ ძირითად ბენეფიტებს აერთიანებს, რომლებსაც მომხმარებელი ავტომობილის შეძენისთანავე მიიღებს. ამასთანავე, 365 სიმბოლურად აღნიშნავს წლის ყველა დღეს, რომელთა განმავლობაშიც ახალი Volvo-ს მძღოლები განსაკუთრებული შეთავაზებით ისარგებლებენ.ნიკოლოზ ყოჩიაშვილი, „ვოლვო ქარ საქართველოს“ დირექტორი: „Volvo 365 ჩვენი მომხმარებლების საჭიროებების ანალიზის საფუძველზე შევქმენით. ვხედავდით, რომ ავტომობილის შეძენისას  მნიშვნელოვანი გამოწვევა მხოლოდ მისი არჩევა არ არის - ყოველდღიურ ფლობასთან დაკავშირებული ხარჯებიც არანაკლებ გასათვალისწინებელია. სწორედ ამიტომ შევთავაზეთ ბაზარს პროდუქტი, რომელიც პირველი წლის განმავლობაში მომხმარებელს ათავისუფლებს ისეთ მნიშვნელოვან ხარჯებზე ფიქრისგან, როგორებიცაა რეგულარული ტექნიკური მომსახურება, სეზონური საბურავები, საწვავი და დაზღვევა.Volvo 365 არ არის უბრალოდ სპეციალური შეთავაზება - ეს მომხმარებელზე ზრუნვის ახალი მიდგომაა. ჩვენი კონცეფცია „360° + 5“ სრულყოფილ ზრუნვას გამოხატავს: 360° ნიშნავს ყოვლისმომცველ გამოცდილებას, ხოლო 5 ბენეფიტი ამ დაპირებას პრაქტიკულ ღირებულებად აქცევს. შედეგად, მომხმარებელი პირველივე დღიდან იღებს ავტომობილის ფლობის სრულფასოვან გამოცდილებას და შეუძლია, ყურადღება მხოლოდ Volvo-ს მართვის სიამოვნებაზე გაამახვილოს“.Volvo 365-ის ფარგლებში მომხმარებელი ავტომობილის შეძენისთანავე მიიღებს  ბენეფიტებს, რომლებიც პირველი წლის განმავლობაში ფლობას კიდევ უფრო კომფორტულსა და ფინანსურად პროგნოზირებადს გახდის. შეთავაზება მოიცავს ორ რეგულარულ ტექნიკურ მომსახურებას - 10 000 და 20 000 კილომეტრზე, რაც ავტომობილის გამართულ მუშაობასა და შვედური ავტომწარმოებლის სტანდარტების შესაბამისად მოვლას უზრუნველყოფს.გარდა ამისა, მძღოლები, რომლებიც არჩევანს Volvo-ზე შეაჩერებენ,  სეზონური საბურავების კომპლექტს მიიღებენ. ეს მკაცრ მეტეოროლოგიურ პირობებში ახალი ავტომობილის მართვისას უსაფრთხოებასა და საიმედოობას ზრდის.Volvo 365-ის ბენეფიტები ასევე მოიცავს საწვავის 1,500-ლიტრიან პაკეტს, რაც საწვავზე გაწეულ ხარჯს მნიშვნელოვნად ამცირებს და მძღოლს საშუალებას აძლევს, ახალი Volvo-ს მართვით დამატებითი საზრუნავის გარეშე ისიამოვნოს.შეთავაზების ნაწილია „ალდაგის“ ერთწლიანი დაზღვევაც, რომელიც ავტომობილის მფლობელების გაუთვალისწინებელი ფინანსური ხარჯებისგან დაცვასა და სიმშვიდეს უზრუნველყოფს.Volvo 365-ის ბენეფიტებით სარგებლობა შეუძლია ყველა იმ მომხმარებელს, ვინც ახალ Volvo-ს შეიძენს. სპეციალური შეთავაზება შეზღუდული დროით იქნება ხელმისაწვდომი და მხოლოდ მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლომდე შეძენილ ავტომობილებზე გავრცელდება.--თეგეტა ჰოლდინგის ერთ-ერთ მიმართულებაში, თეგეტა ქარსში შემავალი კომპანია ვოლვო ქარ საქართველო შვედურ ბრენდს საქართველოში 2019 წლიდან წარმოადგენს. კომპანია პრემიუმ კლასის ავტომობილების ოფიციალური იმპორტიორია. კომპანია მომხმარებელს SUV-ებს, სედანებსა და უნივერსალებს სთავაზობს, მათ შორის არის როგორც დამუხტვადი ჰიბრიდები, ისე შიგაწვის ძრავიანი უახლესი მოდელები. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ციფრული მაღაზიით ისარგებლოს, კომპანიის ვებგვერდზე ავტომობილი 360-გრადუსიანი სისტემით, დისტანციურად შეაფასოს და კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც ვოლვო ქარ საქართველო უზრუნველყოფს.

ინფლაცია

ფინანსები • 1786353773

ევროკავშირის მეთოდოლოგიით ინფლაციის დათვლის შედეგმა ივნისში 5.2 პროცენტი შეადგინა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსით, 2026 წლის ივნისში ინფლაციამ 5.2 პროცენტი შეადგინა, რაც 0.3 პროცენტით ნაკლებია ეროვნული მეთოდოლოგიით დაანგარიშებულ 5.5-პროცენტიან ინფლაციაზე.რაც შეეხება ცალკეულ კომპონენტებს, ევროკავშირის HICP მეთოდოლოგიით, პროცენტული ცვლილება 2025 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ასე ნაწილდება: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები – 4.9%; ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო – 5.0%; ტანსაცმელი და ფეხსაცმელი – -1.6%; საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები – 8.3%; ავეჯი, საოჯახო ნივთები და მორთულობა, სახლის მოვლა-შეკეთება – -2.0%; ჯანმრთელობა – 4.7%; ტრანსპორტი – 14.7%; ინფორმაცია და კომუნიკაცია – -5.3%; დასვენება, სპორტი და კულტურა – 4.6%; განათლება – 2.5%; რესტორნები და ღამისთევის მომსახურება – 5.7%; დაზღვევა და საფინანსო მომსახურება – 2.4%; პირადი ჰიგიენა, სოციალური დაცვა და სხვადასხვა საქონელი – 10.4%.საქსტატმა ახალი ინდიკატორის, სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსის გამოქვეყნება 2022 წლიდან დაიწყო.

სნნს

საზოგადოება • 1784361672

“განადგურებულები ვართ, რა გვეშველება არ ვიცით…" - ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე სავაჭრო ჯიხურები დაიწვა

ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე სავაჭრო ჯიხურები დაიწვა.დაზარალებულების თქმით, დამწვარია 13 ჯიხური, პროდუქცია კი 100%-ით განადგურებულია.როგორც ისინი "ინფო იმერეთთან"აცხადებენ, ცეცხლი გამთენიას გაჩნდა."ღამის 4-ის წუთები იყო, როცა ხანძარი შესახებ გავიგეთ, როდესაც ადგილზე მოვედით, ცეცხლში იყო ყველაფერი გახვეული, დამწვარი და განადგურებულია 100% პროდუქცია, 13 ჯიხურია დამწვარი, დაზღვევა არ გვაქვს, არ ვიცი რა გვეშველება", - აცხადებს ერთ-ერთი დაზარალებული.ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

Tbc

საზოგადოება • 1783419005

თიბისი IT აკადემია ბლოკჩეინის ტექნოლოგიების შესწავლის ახალ შესაძლებლობას ქმნის

თიბისი აგრძელებს ტექნოლოგიური განათლების ხელშეწყობას და ქმნის შესაძლებლობებს მათთვის, ვისაც, პროფესიული განვითარება და თანამედროვე ტექნოლოგიების შესწავლა სურს. ამჯერად, თიბისი IT აკადემია ბლოკჩეინის მიმართულებით ახალ სასწავლო პროგრამას Blockchain Technologies იწყებს.კურსი იმ პროფესიონალებისა და ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანებისთვისაა განკუთვნილი, ვისაც ბლოკჩეინ ტექნოლოგიის სიღრმისეული შესწავლა და მისი პრაქტიკული გამოყენების გაცნობა უნდა თანამედროვე ბიზნესში.კურსის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან ბლოკჩეინის მუშაობის პრინციპებს, Smart Contract-ებს, უსაფრთხოების მექანიზმებს, ტოკენებსა და ციფრულ აქტივებს, ასევე ტექნოლოგიის გამოყენებას ბანკინგში, FinTech-ში, დაზღვევაში, უძრავი ქონებისა და სხვა ინდუსტრიებში. პროგრამა მოიცავს რეალური ბიზნესქეისების ანალიზს, რეგულაციებსა და ბლოკჩეინ პროექტების დაგეგმვის პრაქტიკულ ასპექტებს.პროგრამა განსაკუთრებით საინტერესო იქნება ბიზნესისა და IT სფეროს წარმომადგენლებისთვის, პროექტებისა და პროდუქტების მენეჯერებისთვის, რისკისა და Compliance-ის სპეციალისტებისთვის, ასევე ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც ბლოკჩეინის შესაძლებლობების პრაქტიკაში გამოყენება სურს.„ბლოკჩეინი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი ტექნოლოგიაა, რომელიც უკვე მნიშვნელოვნად ცვლის ფინანსურ და არაერთ სხვა ინდუსტრიას. IT აკადემიის მიზანია, მონაწილეებს მივცეთ არა მხოლოდ ტექნოლოგიური ცოდნა, არამედ პრაქტიკული ხედვა იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ბლოკჩეინის გამოყენება რეალური ბიზნესპროცესების გასაუმჯობესებლად. ამასთან, Tether-თან თანამშრომლობა პროგრამას საერთაშორისო გამოცდილებასა და ინდუსტრიაში დაგროვებულ საუკეთესო პრაქტიკაზე დაფუძნებულ დამატებით ღირებულებას სძენს“- თათა ანჯაფარიძე, თიბისი IT აკადემიის ლიდი.თიბისი IT აკადემიამ პროგრამა Tether-თან თანამშრომლობით მოამზადა. Tether მსოფლიოში ყველაზე დიდი სტეიბლქოინის USDT-ის გამომშვებია და კრიპტოინდუსტრიის ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა.თუ გჯერა, რომ შენი მომავალი ტექნოლოგიებშია და გსურს კარიერის დაწყება ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად სფეროში 7-დან 19 ივლისის ჩათვლით დარეგისტრირდი IT აკადემიის პროგრამებზე.

✕