1746988990
ავარია გაზსადენზე - 17 000-მდე აბონენტს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება

კომპანია „თბილისი ენერჯის“ ცნობით, გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო, 17 000-მდე აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდება.
როგორც გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ბუნებრივი აირის მიწოდების აღდგენა ხვალ, 30 ნოემბერს, დილის 09:00 საათიდან ეტაპობრივად დაიწყება და დღის ბოლომდე დასრულდება.
„გაცნობებთ, რომ გაზსადენზე მომხდარი ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოების გამო, გაზის მიწოდება დღეს, მთაწმინდის რაიონში 17 000-მდე აბონენტს შეუწყდება. ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოები ღამის 11:00 საათზე დაიწყება და კომპანია „თბილისი ენერჯის" ოპერატიული ჯგუფები მთელი ღამის განმავლობაში იმუშავებენ, რომ ხვალ დილიდან ყველა აბონენტი ჩაირთოს.
აბონენტებისთვის გაზის მიწოდების აღდგენა ხვალ, 30 ნოემბერს, დილის 09:00 საათიდან ეტაპობრივად დაიწყება და დღის ბოლომდე დასრულდება.
კომპანია „თბილისი ენერჯი“ ბოდიშს გიხდით ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზებით შექმნილი დისკომფორტის გამო“, - აღნიშნულია განცხადებაში.