1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
საქართველოს პირველი ჩოგანის ნიკოლოზ ბასილაშვილის და მისი ყოფილი მეუღლის ნეკა დოროყაშვილის სკანდალურ საქმეზე ბასილაშვილი ოთხივე ეპიზოდში გამართლდა. გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ საზოგადოების აზრი ორად გაიყო.
პოლიტიკოსი შალვა ნათელაშვილი საქმეს ასე ეხმაურება:
„ცოლ-ქმრის საქმეში ჩარევა მთლად სასიამოვნო პროცედურა არ არის, მაგრამ არ მგონია რომ ქალბატონი დოროყაშვილი ყველაფერს ტყუოდეს. იმედია ვცდები. კარგი ამ გახმაურებულ დავას საერთოდ რომ დავანებოთ თავი უკვე მგონი მსოფლიოში პირველ ადგილზე ვართ ქალთა მიმართ ძალადობის მაჩვენებლით. ამას სამწუხაროდ უნდა ვაღიაროთ, რომ მახინჯი ისტორიული ტრადიციებიც აქვს როდესაც ქმარი ითვლებოდა ბატონად და პატრონად, ხოლო ცოლის დაჩაგვრა თუ ვაჟკაცობად არა გამართლებულად მაინც იყო აღქმული. სახელმწიფო შენდება მხოლოდ იქ, ცივილიზაცია ჰყვავის მხოლოდ იქ სადაც ქალ-კაცთა ურთიერთობიდან გამორიცხულია ძალადობა“,- წერს ნათელაშვილი.