Fox News: დონალდ ტრამპი აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი გახდა
1730875844
მოდელი და ინფლუენსერი ნეკა დოროყაშვილი რომ ნიკოლოზ ბასილაშვილს თავისი ქონება დაუთმო. ამის შესახებ დოროყაშვილმა „რადიო თავისუფლებასთან“ მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
„საზოგადოებას ეგონა, რომ მე უკვე გავიცანი წარმატებული ბიჭი და ძირითადი კომენტარი ეს იყო ამ ბიჭისგან რაღაცას ითხოვს, ქონებრივი ან ფინანსური გამორჩენის მიზნით დავიწყე სისხლის სამართლის დავა. რეალურად ჩვენი ყველა დავები იყო დასრულებული თან ისე, რომ მათ ფაქტობრივად ჩემი ქონება დავუთმე. თუ არ ჩავთვლით იმას, რომ მოგვიწია ხელახალი დავა ბავშვის ქონებაზე, რადგან დაარღვია მან ერთ-ერთი მორიგების პირობა და ასევე ალიმენტზე 2 წელი მიმდინარეობს ეს დავები. დანარჩენი ყველანაირი დავები იყო დასრულებული.
საზოგადოებას არ იცოდა ჩვენი ისტორია, ვინ გავიცანი მე. რატომღაც ყველას ეგონა, რომ უკვე წარმატებული ბიჭი გავიცანი და ძირითადად ასეთი ინტერპრეტაციის კომენტარები იყო“, - ამბობს დოროყაშვილი.
თითქმის ორი წლის შემდეგ დასასრულს უახლოვდება ცნობილი ქართველი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილისა და მისი ყოფილი მეუღლის, ფოტომოდელ ნელი ნეკა დოროყაშვილის სასამართლო პროცესი.
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვნის თანდასწრებით. მოგვიანებით პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დააზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებიან.
პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნელი დოროყაშვილის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სასამართლომ ბასილაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ნიკოლოზ ბასილაშვილს ფიზიკური ძალადობის 4 და ფსიქოლოგიური ძალადობის ერთ ეპიზოდზე ედება ბრალი