თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალი დილამდე შეუწყდა - ნახეთ, მისამართები
1732300350
„მიუხედავად იმისა, რომ ყველა კომენტარს ვკითხულობ, სენტიმენტების მომენტი გამორთული მაქვს, მაგრამ მაშინ ძალიან მიჭირდა, მაინც შევდიოდი და ყველაფერს ვკითხულობდი. რამდენიმე ფრაზა არის, რომელიც სულ მემახსოვრება „ეს გოგო ფეხებით უნდა დაკიდო“, „ჩამოვართვათ დედობის უფლება“, - ამის შესახებ ფოტომოდელი ნეკა დოროყაშვილი „რადიო თავისუფლებასთან“ მიცემულ ინტერვიუში საუბრობს.
„მინდა უბრალოდ, როდესაც დავამთავრებთ სასამართლოს, ხალხს ვუთხრათ, რომ არასოდეს დაწერონ ასეთი რაღაცები, არავის მიმართ. ზოგადად ვგმობ, ყველანაირ ბულინგს ვგულისხმობ ადამიანის მიმართ, იმიტომ, რომ შენ არ იცი იმ ადამიანის გამძლეობა სადამდე მიდის, შენ არ იცი, იმ ადამიანს რა შეიძლება დაემართოს“, - ამბობს ნეკა დოროყაშვილი „რადიო თავისუფლებასთან“ მიცემულ ინტერვიუში.
თითქმის ორი წლის შემდეგ, დასასრულს უახლოვდება ცნობილი ქართველი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილისა და მისი ყოფილი მეუღლის, ფოტომოდელ ნელი ნეკა დოროყაშვილის სასამართლო პროცესი.
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვნის თანდასწრებით. მოგვიანებით პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დააუზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებიან.
პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნელი დოროყაშვილის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სასამართლომ ბასილაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ნიკოლოზ ბასილაშვილს ფიზიკური ძალადობის 4 და ფსიქოლოგიური ძალადობის ერთ ეპიზოდზე ედება ბრალი.