გუდაურში, 12 ადამიანის ცხედარი იპოვეს - დაწყებულია გამოძიება
1734195314
ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის სასამართლო პროცესი თითქმის ორი წლის შემდეგ, დასასრულს უახლოვდება. სასამართლო პროცესის ფინალური ეტაპი დღეს გაიმართება და მოსალოდნელია, რომ გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში გამოცხადდეს.
ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე, ნეკა დოროყაშვილი მორიგ ინტერვიუში იხსენებს ფაქტებს, თუ რა ხდებოდა მასზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შემდეგ ოჯახში.
„ადამიანი გაუაზრებლად გირტყამს, არ აქვს იმის გააზრება, სად ჩაგარტყას. გირტყამს, შენზე ძალადობს. რომ შეხედო ამ დროს თვალებში, აბსოლუტური ზომის სახე აქვს. შემდეგ ვფიქრობდი, ეს თუ ამას აკეთებს, არ ასრულებს და არ აინტერესებს, სად მომხვდება, მე ვტირი, მას რეაქცია არ აქვს. პირიქით, ჩემს ტირილზე შედიოდა და მუსიკებს მირთავდა, ან წვერის პარსვას იწყებდა, რომ ხმებით... არ ვიცი, რას ფიქრობდა, გავღიზიანებულიყავი... არ ვიცი, კიდევ რატომ ფიქრობდა ჩემს გაღიზიანებას. როცა მე ვტიროდი, ძალადობის შემდეგ ის შედიოდა ტუალეტში და მუსიკებს რთავდა „სპიკერზე“. - იხსენებს ნეკა დოროყაშვილი „რადიო თავისუფლებასთან“.