„არ ჩერდება..." - რას ამბობს სეისმოლოგი დღეს მომხდარ მიწისძვრებთან დაკავშირებით

თეა გოდოლაძე

„არ ჩერდება, ურახუნებს და ურახუნებს. ბოლო, ამ წუთში, 3.6-იანია“, - წერს დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის სეისმოლოგი, თეა გოდოლაძე სოციალურ ქსელში.

როგორც „პრაიმტაიმთან“ საუბრისას სეისმოლოგი ამბობს, დღეს, 3 საათში, ზედიზედ მომხდარი 6 მიწისძვრა პანიკის საფუძველს არ იძლევა.

„ეს მეექვსეა, რაც გამოვაქვეყნეთ. მაგრამ, კიდევ ხდება მიწისძვრები. საქართველოში ყოველდღე ხდება მიწისძვრა. უბრალოდ, ამას არეგისტრირებს ხელსაწყოები. ახლა, ეს არის შედარებით ძლიერი მიწისძვრები, რომელსაც ვაქვეყნებთ. თორემ, მიწისძვრები ყოველთვის ხდება და მოხდება ამ ქვეყანაში. არანაირი პანიკის საფუძველს არ გვაძლევს,“ - ამბობს თეა გოდოლაძე.

შეგახსენებთ, დღეს, საქართველოში ექვსი მიწისძვრა მოხდა.