დღეს საქართველოში მეექვსე მიწისძვრა მოხდა

მიწისძვრა

საქართველოში დღეს მეექვსე მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

„დღეს, თბილისის დროით 10:24 საათზე, საქართველო-სომხეთის სასაზღვრო ზონასთან მოხდა 3.1 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

პირველი მიწისძვრა  07:36 მოხდა. ეპიცენტრი დმანისთან, სოფელ სამებაში იყო.

მეორე მიწისძვრა - 09:10 საათზე. ეპიცენტრი დმანისთან, სოფელ სამებასთან დაფიქსირდა. სიმძლავრემ 4.5 (ml) მაგნიტუდა შეადგინა.

მესამე მიწისძვრა - 09:18 საათზე. ბიძგები საქართველო-სომხეთის სასაზღვრო ზოლთან დაფიქსირდა. მისი სიმძლავრე 3.0 (ML) მაგნიტუდა იყო.

მეოთხე მიწისძვრა საქართველო-სომხეთის სასაზღვრო ზოლთან მოხდა. მისი სიმძლავრე 3.1 (ML) მაგნიტუდა იყო.

მეხუთე მიწისძვრაც საქართველო-სომხეთის სასაზღვრო ზოლთან მოხდა. მისი სიმძლავრეც 3.1 (ML) მაგნიტუდა იყო