პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
საერთო ჯამში, „ომიკრონი“ შესაძლოა, ნაკლებად მძიმე იყოს, თუმცა ნარატივი, რომ ეს მსუბუქი ვარიანტია, არასწორია. შეცდომას ნუ დავუშვებთ, „ომიკრონი“ ჰოსპიტალიზაციას და სიკვდილს იწვევს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა.
„გასული კვირის განმავლობაში მსოფლიოში ვირუსის 18 მილიონი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მართალია, ლეტალური შემთხვევების რაოდენობა სტაბილურია, თუმცა ზოგიერთ ქვეყნებში შემთხვევების რაოდენობა პიკს აღწევს, რაც ასევე იმედს გვაძლევს, რომ ამ ტალღის ყველაზე ცუდი ნაწილი დასასრულისკენ მიდის, მაგრამ არც ერთი ქვეყანა არ არის დაცული. შეშფოთებული ვარ იმ ქვეყნების გამო, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებელი დაბალია, რადგან ადამიანები უფრო დიდი რისკის ქვეშ არიან“, – განაცხადა ტედროს ადანომ გებრეისუსმა.