„3 მოსწავლე იყო ჩვენი... საუკეთესო შვილები არიან...“- მეწყერში მოყოლილი არასრულწლოვანების მასწავლებლები

მასწავლებელ;ი

იმერეთში, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მიწის მასა ჩამოიშალა და ოთხი სახლი მოიყოლა. მაშველები მეწყერში მოყოლილებს - მათ შორის, სავარაუდოდ, სამ არასრულწლოვანს, ამ დრომდე ეძებენ. ნაპოვნია სამი ცხედარი.

მაშველებმა მიწის მასიდან ერთი ადამიანი ცოცხალი ამოიყვანეს. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

თავდაპირველად, მეწყერში 10 ადამიანი მოყვა. მეხანძრე-მაშველებმა ერთი ადამიანის ამოყვანა მალევე შეძლეს, ხოლო 6 პირის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

ადგილზე მობილიზებულია, როგორც მძიმე ტექნიკა, ასევე კინოლოგთა ჯგუფები. სტიქიის ზონაში 200-მდე მეხანძრე-მაშველი იმყოფება.

"3 მოსწავლე იყო ჩვენი... საუკეთესო შვილები არიან" - ამბობენ მეწყერში მოყოლილი არასრულწლოვანების მასწავლებლები. 

ასევე ნახეთ:

VIDEO: რა ხდება ტრაგედიის ადგილზე, სადაც მეწყერს სამი ადამიანი ემსხვერპლა - 6 ადამიანის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება

VIDEO: „თქვენ საუკეთესოები ხართ” - ნინო სუხიშვილის მიმართვა მოცეკვავეებს კონცერტის წინ