პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
იმერეთში, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მიწის მასა ჩამოიშალა და ოთხი სახლი მოიყოლა. მაშველები მეწყერში მოყოლილებს - მათ შორის, სავარაუდოდ, სამ არასრულწლოვანს, ამ დრომდე ეძებენ. ნაპოვნია სამი ცხედარი.
მაშველებმა მიწის მასიდან ერთი ადამიანი ცოცხალი ამოიყვანეს. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
თავდაპირველად, მეწყერში 10 ადამიანი მოყვა. მეხანძრე-მაშველებმა ერთი ადამიანის ამოყვანა მალევე შეძლეს, ხოლო 6 პირის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.
ადგილზე მობილიზებულია, როგორც მძიმე ტექნიკა, ასევე კინოლოგთა ჯგუფები. სტიქიის ზონაში 200-მდე მეხანძრე-მაშველი იმყოფება.
ასევე ნახეთ:
“ერთ სახლში მამა და სამი შვილია მოყოლილი” - რას ჰყვებიან ადგილობრივები ბაღდათის ტრაგედიაზე
“უამინდობის გამო რეისები უქმდება…”- საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს