ამერიკაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა
1774987813
ქვემოთ ჩამოთვლილ დღეებში ახალი საქმეების წამოწყებას, მათი გარდაუვალი კრახის გამო, აზრი არ აქვს. მიუხედავად ამისა, გაზაფხულის მეორე თვე, საკმაოდ ნაყოფიერი იქნება:
2026 წლის აპრილი ასტროლოგიური მოვლენებით დატვირთული აღმოჩნდება. 2 აპრილს სასწორის ნიშანში სავსემთვარეობაა, რის შემდეგაც ვერძის თანავარსკვლავედში ჯერ მარსი, ხოლო მოგვიანებით მერკური შევა. წინ კიდევ ბევრი საყურადღებო მომენტია. თუმცა, პირველ რიგში, იმ კონკრეტულ თარიღებზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება, რომლებიც აპრილში ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს.
აღნიშნულ დღეებში ასტროლოგები ყველა რისკის მინიმუმამდე დაყვანასა და აქტივობების შეზღუდვას გვირჩევენ, რადგან წამოწყებათა უმეტესობა, სავარაუდოდ, წარუმატებლად დასრულდება. როგორც ისინი აღნიშნავენ, სახიფათო თარიღების თვალსაზრისით, აპრილი 2026 წლის ყველაზე რთული თვე ნამდვილად არ გახლავთ. პირიქით, ამ პერიოდში არც ერთი პლანეტა რეტროგრადულ ფაზაში არ იქნება. ახლა საქმისთვის რეალურად ხელის მოკიდების დროა, რადგან საკუთარი წარუმატებლობის რეტროგრადული მერკურისთვის გადაბრალება აღარ გამოვა...
ვერძის ნიშანში მარსის, მერკურის, სატურნისა და ნეპტუნის თანხვედრის გამო, გაზაფხულის მეორე თვე მეტად აქტიური იქნება. პლანეტების ასეთი კონცენტრაცია საქმიანი წამოწყებების, ინტელექტუალური ამოცანების გადაჭრისა და მოგზაურობისთვის საუკეთესო პირობებს ქმნის.
2 აპრილი - სავსემთვარეობა სასწორი-ვერძის ღერძზე. ამ დღეს მნიშვნელოვანი არაფერი დაგეგმოთ, რადგან საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასების რისკი დიდია. ბევრი ფუჭი მოლოდინი გაჩნდება, რაც ოპტიმიზმს ნამდვილად არ შეგმატებთ.
4 აპრილი - ეჭვიანობისა და სიხარბის დღე. რაკი დღის მთავარი პრობლემები წინასწარ ცნობილია, საკუთარი რეაქციებისა და სიტყვების მკაცრი კონტროლი გმართებთ. აღნიშნული დღის ენერგია მესაკუთრეობის ინსტინქტის გამძაფრებას უწყობს ხელს.
ასტროლოგების მთავარი რჩევაა, რომ აპრილის პირველ კვირას სასიყვარულო და ფინანსური საკითხების გადაჭრას ნუ შეეცდებით. გარემოებები ხელს შეგიშლით, დაგაბრკოლებთ და ვითარებას კიდევ უფრო გაართულებთ. საუკეთესო გამოსავალი მოცდა და ამ საკითხებთან თვის მეორე ნახევარში დაბრუნება გახლავთ.
9-დან 20 აპრილამდე პერიოდი ყველა საქმისთვის კეთილსაიმედოდ მიიჩნევა. ნებისმიერი წამოწყება წარმატებით წარიმართება, ხოლო დაგროვილი პრობლემები მაქსიმალურად მარტივად მოგვარდება. ამ მონაკვეთში სახიფათო დღეები არ იკვეთება. თუმცა, ფინანსებს მეტი გონიერებით უნდა მიუდგეთ - საკუთარი თავის განებივრების სურვილმა შესაძლოა, გაუაზრებელ ხარჯებამდე მიგიყვანოთ.
17 აპრილი - ახალმთვარეობა ვერძის ნიშანში. ეს მიზნების, გეგმებისა და სურვილების დღეა, რასაც დრო აუცილებლად უნდა დაუთმოთ. სასურველია, უახლოესი პერიოდის პრიორიტეტები განსაზღვროთ და პირველი ნაბიჯები დასახოთ. ეს დღე საუკეთესო დროა მათთვის, ვისაც მომავლისთვის მყარი საფუძვლის ჩაყრა სურს...ვრცლად