პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ექსპერტმა უსაფრთხოების საკითხებში, კომპანია CAI-ს გენერალურმა დირექტორმა სანდრო შელიამ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შესახებ ისაუბრა.
„2 სხვადასხვა მოწყობილობაა, რომლებიც უნდა იყოს ადგილზე: ერთი - დენის გაჟონვის წინააღმდეგ მოწყობილობა, რომელიც უნდა თიშავდეს მთელ სისტემას იმ შემთხვევაში, თუ ხდება ძაბვის და დენის გადინება და მეორეა დამიწების სისტემა. ამ მოწყობილობებიდან ერთ-ერთი მათგანი მწყობრში რომ ყოფილიყო, ეს არ მოხდებოდა“, - თქვა სანდრო შელიამ „ტვ პირველთან“ საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება. გამოძიების მსვლელობისას დაზუსტდა კვალიფიკაცია და გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტროობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.