„რა ჰქვია ამას...ეს ეწერათ? ასე უნდა დავეტოვებინეთ?“ - ლევან კბილაშვილის დედა

მარიტა

ვაკის პარკში 13 ოქტომბერს ტრაგიკულად დაღუპული გოგოს ამბავს ლევან კბილაშვილის დედა, მარიტა ფურცელაძე ეხმაურება.

„რა უნდა დავწერო, რა უნდა ვთქვა ისეთი, რომ ამ ანგელოზი ბავშვის მშობლები ვანუგეშო, არაფერი... კი არა ვერაფერი, რადგან მეც იგივე მდგომარეობაში ვარ. მარტო ერთი კითხვა მიტრიალებს თავში “რატომ” ???რატომ ხდება ამდენი უბედურება??? ჯერ „მომავლის ბიჭი“ პატარა კიტა მერე ლევანიკო, გუშინ ლაშა, დღეს მარიტა და ამ ოთხ თუ ხუთ თვეში კიდევ რამდენი შეწყვეტილი სიცოცხლე... რატომ? რატომ? რატომ? თითოეულ მათგანი როგორი წარმატებული იყო!!! რამდენს გააკეთებდნენ, რამდენ სიხარულს მოუტანდნენ თავის ოჯახს და ქვეყანას!!!

რა ჰქვია ამას... ბედისწერააა??? ეს ეწერათ??? ასე უნდა დავეტოვებინეთ???

თუ სიკვდილო შორიდან გვიყურებ და იღიმები, გაიმარჯვე არა??? ჩვენ გასაგებია, გაგვამწარე... მაგრამ ამ ანგელოზებს რას ერჩოდი... დაგვამარცხე არა??? ასეა, ამას ჰქვია.... შეწყვეტილი სიმღერა“,- წერს მარიტა ფურცელაძე. 

შეგახსენებთ, რომ გუშინდელ ტრაგედიას 13 წლის მარიტა მეფარიშვილი ემსხვერპლა.

შემთხვევა რეაბილიტირებულ ვაკის პარკში მოხდა. ბავშვებს შადრევანში ბურთი ჩაუვარდათ, ამოღების დროს კი, მათ დენმა დაარტყა.