პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ჟურნალისტი ქეთევან ქარდავა დევი მეზურნიშვილის შესახებ წერს, რომელმაც ვაკის პარკში მომხდარი უბედური შემთხვევის დროს ბავშვები შადრევნიდან ამოიყვანა.
„13 ოქტომბრამდე ბევრისთვის უცნობი დევი მეზურნიშვილი ჩვენი მაგალითი, მისაბაძი ადამიანი და სიმამაცის საზომი გახდა. მეზურნიშვილის საქციელმა დაგვარწმუნა, რომ გმირები ჩვენს გვერდით არიან და თავდადების ისტორიას წერენ.
დევი მეზურნიშვილმა მშობლებს ყველაზე ძვირფასი - შვილების სიცოცხლე აჩუქა და აუტანელი ტკივილისგან, ტანჯვისგან და ტრაგედიისგან იხსნა. ვაკის პარკის მებაღემ ფანტანიდან ორი ბავშვი ამოიყვანა და წყალში შესვლით მოზარდები სიკვდილს გადაარჩინა.
თავადაც შეიძლებოდა 13 ოქტომბრის მსხვერპლი ყოფილიყო, მაგრამ სიკვდილ-სიცოცხლის შეჯიბრის დროს სიკვდილს გამარჯვების უფლება არ მისცა. ცხოვრება წამიაო და მართლაც ასეა... მოზარდების და დევის სიცოცხლეც ბეწვზე ეკიდა. გარისკა. დევი მეზურნიშვილი გმირია.
უცნობი/ნაცნობი დევი. ვიცით, რომ სტატუსი საკმარისი არ არის და არ არსებობს სიტყვა, რომელიც თქვენდამი მადლიერებას გამოხატავს. არ დავიღლებით თქვენი პატივისცემით. მადლობა დევი მეზურნიშვილს და ჯანმრთელობა ყველას!“, - წერს ქეთევან ქარდავა.