გიორგი მასხულიას ცემის ფაქტზე სამი პირი დააკავეს

გიორგი მასხულია

თბილისში ჯგუფური ძალადობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 21 თებერვალს, თბილისში მდებარე ერთ-ერთ ბარში, 1996 წელს დაბადებულ გ.მ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

სამართალდამცველებმა დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირები ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს“,- ნათქვამია განცხადებაში.

დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცნობისთვის, თბილისში, ერთ-ერთ კლუბში დიზაინერი გიორგი მასხულია სცემეს. როგორც თავად, სოციალურ ქსელში წერს, თავს სამი პირი დაესხა.

ვატარებ კონკურსებს, ვემსახურები საქართველოს კულტურას და თავს მესხმიან, ამის ღირსი არ ვარ“, - აცხადებს გიორგი მასხულია ვიდეოში, რომელსაც სოციალურ ქსელში თავად ავრცელებს.