1700297199
სოსო კავკავაშვილი არ გამორიცხავს, რომ გიორგი მასხულიას ფიზიკურად „მისტერ ვალენტინისთვის“ გაუსწორდნენ
გუშინ, გვიან ღამით, გიორგი მასხულია ერთ-ერთ კლუბში სცემეს. არსებული ინფორმაციით, მას თავს სამი ადამიანი დაესხა.
„პრაიმთაიმთან“ საუბრისას შოუმენი სოსო კავკავაშვილი არ გამორიცხავს, რომ გიორგი მასხულიას ფიზიკურად კონკურსს „მისტერ ვალენტინისთვის“ გაუსწორდნენ.
„დაზიანებები სახისა და თვალის არეში აქვს. როგორც მითხრეს, ბარიდან გამოდიოდა, როდესაც სცემეს. როგორც იცით, გიორგი სილამაზის კონკურსების ორგანიზატორია. ჩვენს ქვეყანაში, ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, ვისთვისაც ეს ყველაფერი მიუღებელია. მეც მქონია მსგავსი კონფლიქტური შემთხვევები, თუმცა, საქმე ცემამდე არ მისულა.
როგორც იცით, მე რამდენიმე სიმღერა ჩავწერე და მუსიკალური რგოლი გადავიღე. სწორედ, ამიტომ, დამირეკეს და სიცოცხლის მოსპობით დამემუქრნენ. ამ საკითხზე, საქმეც აღძრულია. ყველა პირი იდენტიფიცირებული ჰყავთ. სამწუხაროდ, ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც სილამაზის კონკურსები და გარკვეული „შოუები“ მიუღებელია. ეს ფაქტი დასაგმობია,“ - ამბობს სოსო კავკავაშვილი.
როგორც „პრაიმთაიმს“ შსს-ში განცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.