1790439033
ხშირი ბოყინი შესაძლოა კიბოს ნიშანი იყოს? - რას ამბობენ სპეციალისტები
ბოყინი ხშირად არ არის კიბოს ნიშანი, თუმცა ის შეიძლება გარკვეული ტიპის კიბოს დროსაც გამოვლინდეს. უფრო ხშირად, ჭარბი ბოყინი დაკავშირებულია საჭმლის მომნელებელი სისტემის ქრონიკულ პრობლემებთან, მაგალითად, მჟავურ რეფლუქსთან.
როდის შეიძლება ბოყინი კიბოსთან იყოს დაკავშირებული?
ბოყინი კიბოს გავრცელებული სიმპტომი არ არის. თუმცა, ის შეიძლება გამოვლინდეს იმ შემთხვევაში, თუ სიმსივნე საჭმლის მომნელებელი ტრაქტის რომელიმე ნაწილს ბლოკავს, რის შედეგადაც ჰაერი გროვდება და ბოყინს იწვევს.
ბოყინი შეიძლება აღინიშნებოდეს საჭმლის მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებული ზოგიერთი კიბოს დროს, მათ შორის:
კუჭის კიბო: ბოყინი შესაძლოა კუჭის კიბოს ნიშანი იყოს. ეს შეიძლება მაშინ იყოს სიმპტომი, როდესაც სიმსივნე საკვების კუჭში გადასვლას აფერხებს. კუჭის კიბოს დროს ჭარბ ბოყინს შესაძლოა სხვა სიმპტომებიც ახლდეს, მათ შორის დღის განმავლობაში დაღლილობა.
საყლაპავის კიბო: ბოყინი შეიძლება განვითარდეს მაშინ, როდესაც სიმსივნე საკმარისად იზრდება და საყლაპავის ბლოკირებას იწყებს. ამასთან ერთად თანმხლები სხვა გავრცელებული ნიშნებია გულძმარვა და ყლაპვის გაძნელებაც.
პანკრეასის (კუჭქვეშა ჯირკვლის) კიბო: სიმსივნემ შეიძლება კუჭის გარკვეული ნაწილი დაბლოკოს და ჭამა გაართულოს. ამას შეიძლება მოჰყვეს მონელების დარღვევა, ბოყინი, გულისრევა და ღებინება.











