პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
თბილისში, ერთ-ერთ კლუბში დიზაინერი გიორგი მასხულია სცემეს. როგორც თავად, სოციალურ ქსელში წერს, თავს სამი პირი დაესხა.
მასხულია თავდამსხმელების დაკავებას და დასჯას ითხოვს. დიზაინერი ამ დროისთვის საავადმყოფოში იმყოფება.
,,კლუბ „ოთახში“, ახვლედიანის # 6-ში, თავს დამესხა სამი ადამიანი და პოლიცია არ რეაგირებს. სასწრაფოდ სამივე მომიყვანეთ და დაიჭირეთ. „ჰელსიკორის“ საავადმყოფოში ვარ.
ვატარებ კონკურსებს, ვემსახურები საქართველოს კულტურას და თავს მესხმიან, ამის ღირსი არ ვარ“, - აცხადებს გიორგი მასხულია ვიდეოში, რომელსაც სოციალურ ქსელში თავად ავრცელებს.
შსს-ის განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.