შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი ჯ.ბ. და აზერბაიჯანის მოქალაქე ა.ჰ. დააკავა

შშ

 შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი 1968 წელს დაბადებული ჯ.ბ. და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე 1976 წელს დაბადებული ა.ჰ. დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნარკოტიკული საშუალებები „მეტადონი“, „სუბოტექსი“ და „ჰეროინი“ ამოიღეს. ასევე, ნივთმტკიცებად არის ამოღებული ელექტრო სასწორები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს.