1741179176
სასამართლოში ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმეზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს - დაცვის მხარემ მოსამართლისა და პროკურორების აცილება მოითხოვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში, უკვე 3 საათია, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმეზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. მათ პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან.
დაცვის მხარემ მოსამართლისა და პროკურორების აცილება მოითხოვა, თუმცა არცერთი შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. სხდომაზე მსჯელობენ მტკიცებულებების დასაშვებობაზე, ამასთან, გადაისინჯება ყველა მათგანისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება.
ადვოკატები ბრალდებულების აღკვეთის გარეშე დატოვებას ითხოვენ. სასამართლო პროცესს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლებიც ესწრებიან. სასამართლოში დაკავებულების მხარდასაჭერად მათი ოჯახის წევრები და მსახიობები არიან შეკრებილები.