თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
1732726137
ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის მეცნიერთა ჯგუფის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ადამიანები, რომლებიც ღამით მუშაობას ამჯობინებენ, დავალებას უკეთ ასრულებენ.
მათ ადამიანთა ორი ჯგუფის კოგნიტიური შესაძლებლობები შეადარეს ერთმანეთს. პირველში თავი მოიყარეს მათ, ვისაც საქმის კეთება დღის განმავლობაში ურჩევნიათ, მეორეში კი ღამის მოყვარულებმა, რომლებსაც ხშირად ე.წ. ბუებადაც კი მოიხსენიებენ.
მეცნიერებმა 26 000-ზე მეტი მონაცემი შეისწავლეს. ისინი ასევე დააკვირდნენ, როგორ მოქმედებს ძილის ხანგრძლივობა, ფაზები და მახასიათებლები შესრულებული სამუშაოს ხარისხზე. კვლევაში დიდ ბრიტანეთში მცხოვრები ადამიანები მონაწილეობდნენ. სხვადასხვა ეტაპის განმავლობაში, მათ არაერთი ტესტირება გაიარეს, რომლის მიზანიც კოგნიტიური შესაძლებლობების დადგენა იყო.
პირველ რიგში, კვლევამ აჩვენა, რომ ტვინის გამართულად და ეფექტიანად ფუნქციონირებისათვის 7-9 საათიანი ძილია ოპტიმალური. რუტინის შენარჩუნება ხელს უწყობს ძლიერ მეხსიერებას, მსჯელობისა და განსჯის უნარებს, ინფორმაციის დამუშავების სიჩქარეს და ა.შ. ამის საპირისპიროდ, 7 საათზე ნაკლები ძილი პირდაპირ აისახება კოგნიტიურ ფუნქციებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ღამე მუშაობა ნაკლები ძილის ხარჯზე სრულიად კონტრპროდუქტიულია.
ე.წ. ბუებმა საშუალოდ 13.5%-ით მეტი ქულა მიიღეს დილის მოყვარულებთან შედარებით. ამ უკანასკნელთა შედეგებს იმ ადამიანებმაც აჯობეს, ვინც გონებრივად მუშაობას გარდამავალ პერიოდში - უმეტესწილად შუადღით ამჯობინებენ (შედეგები 10.6%-ით უკეთესი აღმოჩნდა).
თუმცა მკვლევრები გვაფრთხილებენ, რომ აღნიშნული პრეფერენცია ერთადერთი ფაქტორი არაა, რაც სამუშაოს ხარისხზე მოქმედებს. მასზე თანაბრად მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ჯანმრთელობისა და ცხოვრების წესს, ასაკს, მავნე ჩვევებს და ე.წ. თვითშენახვითი ქცევის უნარს.
თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
1732726137
ვინ იქნება საქართველოს პირველი ლედი
1732709039