თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
1732726137
„რესპუბლიკელმა“ სენატორმა, ლინდსი გრემმა მკვეთრად გააკრიტიკა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ისრაელის მაღალი რანგის ოფიციალური პირების წინააღმდეგ დაკავების ორდერის გაცემის გამო. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN ავრცელებს.
სენატორმა იერუსალიმში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ის კონგრესს წარუდგენს კანონპროექტს, რომელიც სანქციების დაწესებას ითვალისწინებს ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომელიც შეეცდება აღასრულოს ჰააგის სასამართლოს ორდერი.
„თქვენ შეიძლება იყოთ ახლო მოკავშირე - კანადა, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი - [მაგრამ] თუ დაკავების ორდერის ლეგიტიმურობას დაიჯერებთ, მაშინ შეხვდებით ორპარტიულ წინააღმდეგობას ამერიკაში. ასე რომ, მსოფლიოს ვეუბნები: თუ ჰააგის სასამართლოს ამ სისულელეს დაუშვებთ, მაშინ გაგიჭირდებათ ბიზნესის კეთება ამერიკაში“, - აღნიშნა სენატორმა.
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ნეთანიაჰუსა და ისრაელის თავდაცვის ყოფილი მინისტრის იოავ გალანტის დაკავების ორდერები 21 ნოემბერს გასცა. მოსამართლეები ფიქრობენ, რომ ნეთანიაჰუსა და გალანტს, სავარაუდოდ, ღაზის სექტორში ჩადენილი აქვთ სამხედრო დანაშაული და დანაშაული კაცობრიობის წინაშე.
თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
1732726137
ვინ იქნება საქართველოს პირველი ლედი
1732709039