"286 დღის შემდეგ" - მედია კოსმოსიდან დაბრუნებული ქალის ფოტოებს აქვეყნებს
1742412296
თბილისში, ბარ „სახელოსნოსთან”, 21 წლისგიორგი ახალაიას მკვლელობის საქმეზე დაკავებულის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე “ტელეკომპანია პირველს” ეუბნება, რომ ბრალდებული შოკურ მდგომარეობაშია, ფსიქოლოგი სჭირდება.
სასამართლო სხდომაზე, სიტყვით ისარგებლა ბრალდებულმა ლუკა შენგელიამ.
"ინციდენტი რაც მოხდა, მე იქიდან გავიქეცი იმ მიზნით, რომ დავმალულიყავი. უბრალოდ შეშინებული და აფორიაქებული ვიყავი. მე გაქცევა არ მინდოდა, არც დამალვა მინდოდა. ვაღიარებ ყველაფერს",- თქვა ლუკა შენგელიამ სხდომაზე.
21 წლის გიორგი ახალაიას მკვლელობის საქმეზე დაკავებულ 18 წლის ლუკა შენგელიას, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
სასამართლო სხდომა ცოტახნის წინ დასრულდა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა გიორგი ახალაია თბილისში, ერთ-ერთი ბარის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცივი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა