იტალიაში, ქართველი მომვლელი, მოხუცის ოჯახის წევრებმა სცემეს
1745096287
ეზოთერიკოსი და მეტაფიზიკის მცოდნე, გოგა მანია „პრაიმტაიმთან“ ექსკლუზიურად საუბრობს თუ როგორ შევხვდეთ აღდგომის და რა შეცდომები არ უნდა დავუშვათ საფლავზე მისვლის დროს.
„უმთავრესი და მნიშვნელოვანია, რომ რასაც აღდგომას წაიღებენ საფლავზე, უკან არ წამოიღონ. განსაკუთრებით საფლავზე გადაგორებული კვერცხი არავითარ შემთხვევაში არ წამოიღოთ უკან.
წაიღეთ იმდენი სახლიდან, რამდენსაც იქ მიირთმევთ. თუ საჭმელი დარჩა, ან ცხოველს აჭამეთ, ან მშიერ ადამიანებს გაუნაწილეთ. ვინც სახლიდან საკვებს გაიტანს, უკან არავითარ შემთხვევაში არ მოიტანოთ. იქაური მიტანილი უკვე იქ მიტანილია და ის ენერგია უკან არ წამოიღოთ. საფლავზე მიახლოებისას მისალმება და დამშვიდობება აუცილებელია, მოგწონთ თუ არა ეს, მათ ჩვენი ესმით.
შეეცადეთ, რომ აღდგომას ძალიან ბევრი ყვავილი იყოს მაგიდაზე, დაფნის ფოთლებზე დაალაგეთ კვერცხები და უდიდეს წარმატებას მოგიტანთ. ასევე, ნებისმიერი სახის მონეტები და კუპიურები. სასაფლაოდან მოსვლის მერე პირდაპირ სახლში არ შეხვიდეთ. მოსვლის შემდეგ ის ტანსაცმელი გაასუფთავეთ. რიტუალს რაც შეეხება, აღდგომის წინა დღეს ძალიან კარგი იქნება მარილის წყლით განბანა, რადგან რაც ნეგატივი გქონდათ გასუფთავდეთ. ეს შეგიძლიათ შაბათ საღამოს გააკეთოთ“,- ამბობს გოგა მანია „პრაიმტაიმთან“