პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ბიზნესმენი, რომლის მკვლელობაც თბილისში პაკისტანელმა ქილერმა სცადა, იციკ მოშეა. იციკ მოშე უკვე წლებია საქართველოში ცხოვრობს და ბიზნესსაქმიანობას ეწევა.
გავლენინმა ბიზნესმენი ამბობს, რომ უკვე ისრაელის პრეზიდენტისგან გაიგო, რომ მისი მკვლელობა იგეგმებოდა.
,,იყო ებრაელი და ისრაელი, ბევრი მიზეზი არ სჭირდება ჩვენს მტრებს, რომ რაიმეთი დაგაზიანონ. ჩვენ ვმუშაობთ, რომ რეალური ისრაელი წარმოვადგინოთ და ეს ძალიან ბევრ ქვეყანას ხელს უშლის. ჩვენ ვმუშაობთ ანტისემიტიზმის წინააღმდეგ და ჩვენი მეგობრული კავშირები, იგივე საქართველოსთვის, ეს ძალიან ბევრ ქვეყანას არ სიამოვნებს. მე ამ ყველაფერს მეტად ვუკავშირებ ებრაულ საკითხს, ისრაელის მუშაობას. ეს ამბავი გუშინ მოხდა, მე მჯერა რომ დამიბარებენ საგამოძიებო უწყებაში. გუშინ, როცა ეს ყველაფერი მოხდა დამირეკა ისრაელის პრეზიდენტმა და ეს იყო ჩემთვის ძალიან დიდი მხარდაჭერა“, - ამბობს იციკ მოშე ,,ტვ პირველთან“ საუბრისას.
ბიზნესმენის შეკვეთილი მკვლელობის მცდელობაზე დაკავებულია პაკისტანის მოქალაქე, 37 წლის კაცი.