1740479550
რას ჰყვება ფადი ასლი ბიზნესმენზე, რომლის მკვლელობა სუსმა აღკვეთა

ისრაელის მოქალაქე, რომლის მკვლელობის მცდელობაც სუსმა აღკვეთა ისრაელ-საქართველოს ბიზნეს პალატის პრეზიდენტი, ICC Georgia-ს მაღალი რანგის წევრი იციკ მოშეა. ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო სავაჭრო პალატის საბჭოს თავმჯდომარე ფადი ასლი ავრცელებს.
მისი თქმით, საერთაშორისო სავაჭრო პალატა მკაცრად გმობს ისრაელ-საქართველოს ბიზნეს პალატის პრეზიდენტის, ICC Georgia-ს მაღალი რანგის წევრის, იციკ მოშეს მკვლელობის მცდელობას.
“იციკ მოშე წლებია იბრძვის საქართველოში ბიზნესისა და საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებისა და ქართველი ხალხის ცხოვრების დონის ამაღლებისთვის; ის არის ბიზნეს საზოგადოების უაღრესად პატივსაცემი წევრი და დიდი ქველმოქმედი, ეს მკვლელობის მცდელობა არის ყველა პასუხისმგებლიანი ბიზნესისა და ქვეყნის სტაბილურობის წინააღმდეგ მიმართული”, – განაცხადა საბჭოს თავმჯდომარემ, ფადი ასლიმ.
ისრაელის უსაფრთხოების მაღალჩინოსნების თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ირანში მყოფი ერთ-ერთი ჯგუფი ცდილობდნენ მოშეზე თავდასხმას.
სუს-მა 15 ნოემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ გამოვლენილ და აღკვეთილ იქნა დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ საქართველოში დაგეგმილი ისრაელის მოქალაქის მკვლელობის მცდელობა. მათივე ინფორმაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დაკავებული არიან პაკისტანისა და ირან-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები.