ოქტომბერში ამ ზოდიაქოს ნიშნების ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება
1728128105
69 წლის ვენერა ობოლაშვილი, რომელიც სასჯელს სამი ადამიანის მკვლელობისთვის იხდიდა თავისუფალია.
კურიერი P.S-მა გათავისუფლების შემდეგ ობოლაშვილთან პირველი ინტერვიუ ჩაწერა.
„თავიდან რომ შევედი ციხეში პატიმარი ქალები მერიდებოდნენ, თითქოს რაღაც შიში ჰქონდათ...ძალიან მიყვარდა წოწ მარია... ნეტავ ასეთი სისულელე არ გამეკეთებინა“, - ამბობს ვენერა ობოლაშვილი.
მის გათავისუფლებას სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი გამოეხმაურა, მათ შორის არის იურისტი გიორგი მშვენიერაძე.
„ცოდვა გამხელილი სჯობს და ვენერა ობოლაშვილის პროცესზე ადვოკატი ვიყავი, ერთ-ერთ დაზარალებულს ვიცავდი. დაზარალებულები ბლომად იყვნენ თაღლითობის ეპიზოდებზე და დარბაზიც მათ მხარეს ყოველთვის სავსე იყო. აი, ბრალდებულების მხარეს კი, ერთი კაცი დადიოდა სისტემატურად. ერთ-ერთი პროცესის მერე პროკურორი მიადგა:
- ბატონო, თქვენ ვინ ბრძანდებითო?
- ვენერას ქმარი ვარო - იმ კაცმა.
- ბატონო, მერე აქეთ გადმოჯექით, დაზარალებულებისკენ, როგორც პერსპექტიული დაზარალებულიო“,- წერს იურისტი.
13 წლის წინ, 55 წლის მსჯავრდებულმა სასამართლოს წინაშე სამი ადამიანის მკვლელობა აღიარა. მისი ბოლო მსხვერპლი 80 წლის მარია არზამასევა იყო. ვენერა ობოლაშვილმა 2010 წელს ასევე აღიარა საკუთარი ქმრის, იური იურკინისა და მეგობარი მამაკაცის ანატოლი კალინკას მკვლელობები. ხანგრძლივი პატიმრობა კი მხოლოდ მოხუცი ქალის მკვლელობისა და თაღლითობისთვის მიუსაჯეს.