1732276666
„თუ ავად გავხდი ვენერა ობოლაშვილი არ მომიყვანოთ მომვლელად“ - შალვა ნათელაშვილი
69 წლის ვენერა ობოლაშვილი, რომელიც სასჯელს სამი ადამიანის მკვლელობისთვის იხდიდა თავისუფალია.
კურიერი P.S-მა გათავისუფლების შემდეგ ობოლაშვილთან პირველი ინტერვიუ ჩაწერა.
„თავიდან რომ შევედი ციხეში პატიმარი ქალები მერიდებოდნენ, თითქოს რაღაც შიში ჰქონდათ...ძალიან მიყვარდა წოწ მარია... ნეტავ ასეთი სისულელე არ გამეკეთებინა“, - ამბობს ვენერა ობოლაშვილი.
მის გათავისუფლებას სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი გამოეხმაურა, მათ შორის არის შალვა ნათელაშვილი.
„თუ ავად გავხდი ვენერა ობოლაშვილი არ მომიყვანოთ მომვლელად“,- წერს ნათელაშვილი.
13 წლის წინ, 55 წლის მსჯავრდებულმა სასამართლოს წინაშე სამი ადამიანის მკვლელობა აღიარა. მისი ბოლო მსხვერპლი 80 წლის მარია არზამასევა იყო. ვენერა ობოლაშვილმა 2010 წელს ასევე აღიარა საკუთარი ქმრის, იური იურკინისა და მეგობარი მამაკაცის ანატოლი კალინკას მკვლელობები. ხანგრძლივი პატიმრობა კი მხოლოდ მოხუცი ქალის მკვლელობისა და თაღლითობისთვის მიუსაჯეს.