1728589908
ვენერა ობოლაშვილი თავისუფალია - პირველი ინტერვიუ ქალთან, რომელიც 3 ადამიანის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს
ვენერა ობოლაშვილი თავისუფალია.
69 წლის ქალი 3 ადამიანის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს.
იგი 2009 წელს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 362-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს.
ობოლაშვილი კონტაქტში მარტოხელა ადამიანებთან შედიოდა, ცდილობდა მათი ნდობის მოპოვებას, რის შედეგადაც თაღლითური გზით იფორმებდა მათ კუთვნილ; ბინებს, შემდგომი რეალიზაციისათვის. მიზნის მიღწევის შემდეგ ობოლაშვილი მარტოხელა ადამიანებს კლავდა.
კურიერი P.S-მა ვენერა ობოლაშვილთან პირველი ინტერვიუ ჩაწერა, რომელსაც მაყურებელი სრულად კვირას, 22 იანვარს იხილავს.
„თავიდან რომ შევედი ციხეში პატიმარი ქალები მერიდებოდნენ, თითქოს რაღაც შიში ჰქონდათ... მიყვარდა წოწ მარია... ნეტავ ასეთი სისულელე არ გამეკეთებინა“, - ამბობს ობოლაშვილი
1984 წელს ვენერა ობოლაშვილმა მოკლა მასთან ოფიციალურ ქორწინებაში მყოფი 1941 წელს დაბადებული იური იურკინი და მისი ბინა 4000; აშშ დოლარად გაყიდა.
2008 წელს მოკლა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი 1956 წელს დაბადებული ანატოლი კალინკა და მისი ბინა 50 000 ამერიკულ დოლარად გაყიდა.
2009 წელს მოკლა 1930 წელს დაბადებული მარია არზამასევა და მისი ბინა 20 000 ამერიკულ დოლარად გაყიდა.
ობოლაშვილს სასამართლომ 2010 წელს 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.