1727944755
„თავიდან რომ შევედი ციხეში პატიმარი ქალები მერიდებოდნენ...“ - რა დანაშაულები ედებოდა ბრალად ვენერა ობოლაშვილს
69 წლის ვენერა ობოლაშვილი, რომელიც სასჯელს სამი ადამიანის მკვლელობისთვის იხდიდა თავისუფალია.
კურიერი P.S-მა გათავისუფლების შემდეგ ობოლაშვილთან პირველი ინტერვიუ ჩაწერა.
„თავიდან რომ შევედი ციხეში პატიმარი ქალები მერიდებოდნენ, თითქოს რაღაც შიში ჰქონდათ...ძალიან მიყვარდა წოწ მარია... ნეტავ ასეთი სისულელე არ გამეკეთებინა“, - ამბობს ვენერა ობოლაშვილი.
ვენერა რამდენიმე მკვლელობაში იყო ეჭვმიტანილი.
როგორც წლების წინ შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, ეჭვმიტანილი შედიოდა კონტაქტში მარტოხელა ადამიანებთან, ცდილობდა მათი ნდობის მოპოვებას, რის შედეგადაც თაღლითური გზით იფორმებდა მათ კუთვნილ ბინებს, შემდგომი რეალიზაციისთვის. მიზნის მიღწევისას კი ბინის მეპატრონეს კლავდა.
მან ამ გზით სამი ადამიანი მოკლა და დაკავების დროს დანაშაული აღიარა.