ოკუპირებულ სოხუმში, მკვლელობაში ეჭვმიტანილი „დეპუტატის“ სახლს ესროლეს

სროლა სოხუმში

ოკუპირებულ სოხუმში, „პარლამენტის“ წევრის, ადგურ ხარაზიას სახლს უცნობმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს. სროლას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ე.წ. სამართალდამცველებმა ხარაზიას სახლთან კორდონი მოაწყვეს, მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები, სროლაში ეჭვმიტანილების დასაკავებლად.

შეგახსენებთ, 19 დეკემბერს, „დეპუტატმა“ ადგურ ხარაზიამ ცეცხლი გახსნა კომიტეტის სხდომაზე, რომლის დროსაც ე.წ დეპუტატი ვახტანგ გოლანძია დაიღუპა, კან კვარჩია კი დაიჭრა.