მაია სანდუ აცხადებს, რომ რუსეთის მიერ გაშვებულმა რაკეტამ მოლდოვის საჰაერო სივრცე დაარღვია

მაია სანდუ

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ ადასტურებს, რომ რუსეთის მიერ გაშვებულმა რაკეტამ მოლდოვის საჰაერო სივრცე დაარღვია. ამის შესახებს სანდუმ სოციალურ ქსელში დაწერა.

„მაშინ როდესაც ჩვენი ქვეყნები შობას აღნიშნავენ, კრემლი ირჩევს ნგრევას – თავს ესხმის უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას და არღვევს მოლდოვის საჰაერო სივრცეს რაკეტით. ეს არის საერთაშორისო სამართლის მკაფიო დარღვევა. მოლდოვა გმობს ამ ქმედებებს და სრულ სოლიდარობას უცხადებს უკრაინას“, – წერს მაია სანდუ.

ცნობისთვის, 25 დეკემბრის შობის ღამიეს რუსეთმა უკრაინაზე მასირებული სარაკეტო იერიში მიიტანა. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის ძალებმა 70-ზე მეტი რაკეტა და 100-ზე მეტი დრონი გაუშვეს. უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 50-ზე მეტი რაკეტისა და დრონების მნიშვნელოვანი ნაწილის ჩამოგდება შეძლო.