როგორია დაჭრილი 16 წლის ბიჭის მდგომარეობა - ექიმის კომენტარი

კლინიკა

16 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც, სავარაუდოდ, 14 წლის მოზარდმა დაჭრა, კრიტიკულად მძიმეა.

ექიმის, ხათუნა ხუფენიას განცხადებით, პაციენტი მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში განაგრძობს.

„ამ დროისთვის, პაციენტის მდგომარეობა არის კრიტიკულად მძიმე. პაციენტი შემოყვანილი იქნა ახლობლების მიერ კლინიკაში, მიყენებული აქვს კისერზე ნაკვეთი ჭრილობა, შემავალი მაგისტრალური სისხლძარღვების დაზიანებით. იყო შოკურ მდგომარეობაში, ასევე წინა მხარზე აღენიშნებოდა ორი სისხლმდენი ჭრილობა. გაკეთდა გადაუდებლად ოპერაცია. სასიცოცხლო ჩვენებით, მასიური დანაკარგიდან გამომდინარე, პაციენტის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე. ამჟამად მკურნალობა გრძელდება რეანიმაციულ დეპარტამენტში“, - განაცხადა ხათუნა ხუფენიამ.

თბილისში, ზესტაფონის ქუჩაზე 16 წლის ბიჭი დაჭრეს. მას ჭრილობა ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული.