მიუნხენში მოხუცთა თავშესაფარი დაიწვა - ხანძრის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა

მიუნხენში მოხუცთა თავშესაფარი დაიწვა

გერმანიაში, მიუნხენში, მოხუცთა თავშესაფარში გაჩენილი ხანძრის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა. ხანძრის გაჩენამდე, თავშესაფარში შობის შესახვედრად ემზადებოდნენ. ინფორმაციას Bild-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, ხანძრის შედეგად შენობის სახურავის ნაწილი ჩამოინგრა. ხანძრის ქრობის პროცესში 100-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი იყო ჩართული.

შენობიდან 60 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ხანძრი გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

აღსანიშნავია, რომ თავშესაფრის შენობა არქიტექტურული ძეგლების ნუსხაშია შეტანილი.