მოკლულია ცოლ-ქმარი - დიდუბეში მომხდარის ახალი დეტალები
1794418153
ირანის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გენერალური მდივნის, მოჰსენ რეზაის განცხადებით, დონალდ ტრამპის მხრიდან ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ ხელახალი სამხედრო დარტყმის განხორციელების შემთხვევაში, ირანი საპასუხოდ ამერიკის „შორეულ“ ბაზებსაც შეუტევს.
ლიბანურ ტელეარხ Al-Mayadeen-თან ინტერვიუში რეზაიმ აღნიშნა, რომ თეირანი მხოლოდ ახლომდებარე სამხედრო ობიექტების სამიზნეში ამოღებით არ შემოიფარგლება.
„თუ ამერიკელები შეცდომას დაუშვებენ და თავს დაგვესხმიან, ჩვენ არ შემოვიფარგლებით მხოლოდ ახლომდებარე ბაზებზე დარტყმით, არამედ მივიტანთ იერიშს ყველა უახლოეს და ასევე შორეულ ამერიკულ ბაზებზე“, - განაცხადა რეზაიმ.
მისი თქმით, სამიზნედ მიიჩნევა ნებისმიერი ბაზა, საიდანაც ამერიკული თვითმფრინავები აფრინდებიან, რაც ევროპულ ბაზებსაც მოიცავს.
რეზაი ირწმუნება, რომ დონალდ ტრამპს და ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს აღარ აქვთ პოლიტიკური შესაძლებლობა, თუნდაც 10-დღიანი ომი წარმართონ.
მისი მტკიცებით, ირანი ამჟამად აშშ-თან პირდაპირ მოლაპარაკებებს არ აწარმოებს: „ვადასტურებ, რომ ამჟამად ამერიკელებთან არანაირ მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებთ. ამჟამად შეერთებულ შტატებსა და ჩვენ შორის არანაირი დიალოგი არ არსებობს“.