დიდუბეში ორი ადამიანი მოკლეს - რა დეტალებია ცნობილი

პოლიციის ლენტი

თბილისში, დიდუბეში ორი ადამიანი მოკლეს. შემთხვევა ერთ-ერთ კორპუსში მოხდა. როგორც „პრაიმტაიმისთვის“ გახდა ცნობილი, ორივე მათგანს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.

მოკლულია 60 წელს გადაცილებული ქალი და მამაკაცი.

ადგილზე ამ წუთებში სამართალდამცველები იმყოფებიან და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

✕