დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
მოდელი და მსახიობი, კესარია აბრამიძე 18 სექტემბერს საკუთარ საცხოვრებელ სახლში მოკლული იპოვეს.
კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული, მისი პარტნიორი 26 წლის ბექა ჯაიანი 19 სექტემბერს დააკავეს - გამოძიება მას გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას ედავება. სასამართლომ მას 20 სექტემბერს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
ბექა ჯაიანი, ამ დრომდე, დუმილის უფლებით სარგებლობს მისი ყოფილი შეყვარებული, თუმცა, პოლიციის განყოფილებაში მიყვანისას, ფარული საგამოძიებო მოქმედებების დროს, მან ყველაფერი აღიარა.
„კურიერი P.S-მა“ ბექა ჯაიანის ჩვენების შინაარსი გაარკვია. ის ამბობდა, რომ ეჭვიანობდა, გარდა ამისა, კესო აბრამიძეს დედისა და დის მიმართ შეურაცხყოფა არ აპატია და მკვლელობაც ამიტომ დაგეგმა.
https://t.me/primetimege/878
მას შემდეგ, რაც ბექა ჯაიანმა განზრახვა სისრულეში მოიყვანა, ნათესავის სახლში სისხლიანი მაისური გამოიცვალა და გარეცხა. ტაქსით დიდუბეში გავიდა, იქიდან სარაჯიშვილის მეტროსთან. შემდეგ ტაქსი გააჩერა და 100 დოლარად წაყვანა სთხოვა სამეგრელოში. მანამდე აფთიაქში შევიდა და წამლები შეიძინა. ერთ-ერთი ვერსიით, თვითმკვლელობის მიზნით.
"ბრალდებული განმარტავს, რომ აფთიაქში შეიძინა მედიკამენტები, რომელიც სურდა თვითმკვლელობისთვის გამოეყენებინა, თუმცა ჩხრეკის შემდეგ ეს ნივთიერი მტკიცებულება არ არის ამოღებული. ის ცდილობდა დაეტოვებინა თბილისი და შემდგომ საქართველო. ჯაიანი ინტერესდებოდა აფხაზეთში გადასვლით" - ამბობს საქმის პროკურორი.
ბექა ჯაიანი სამტრედიაში დააკავეს.
ვრცლად:👇