ბექა ჯაიანი

სამართალი 1743073526

"მისი უფლებაა, საბოლოო სიტყვის თქმა..." - ბექა ჯაიანის ადვოკატი მინიმალური სასჯელს, 10 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვს

ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ჯაიანის ადვოკატი გიორგი მდინარაძე მუხლის კვალიფიკაციის შეცვლას და ჯაიანისთვის მინიმალური სასჯელის - 10 წლით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას ითხოვს.კერძოდ კი, დღევანდელ სხდომაზე ადვოკატი დასკვნით სიტყვაში განმარტავდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებული მკვლელობას აღიარებს, დაცვის მხარე დამამძიმებელ გარემოებებს არ ეთანხმება. კერძოდ კი, ჯაიანი გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობას და სისტემატურ ცემას არ აღიარებს.შესაბამისად, ბოლო სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ დამამძიმებელ გარემოებებში ბექა ჯაიანის გამართლება მოითხოვა. ადვოკატი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის 108-ე მუხლით გადაკვალიფიცირებას და 108-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციის მინიმალური სასჯელის - 10 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას ითხოვს.რაც შეეხება იმას, ისარგებლებს თუ არა ბექა ჯაიანი საბოლოო სიტყვით შემდეგ სხდომაზე, ადვოკატი აცხადებს, რომ ეს მისთვის უცნობია.„ბექა ჯაიანი ბოლო შეხვედრის დროს, მძიმე ემოციურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, შევხვდებით მას და ვნახოთ, მისი უფლებაა, საბოლოო სიტყვის თქმა",- განაცხადა მდინარაძემ.ადვოკატი შუამდგომლობაში განმარტავდა, რომ ბექა ჯაიანი ბრალს ნაწილობრივ იმის გამო არ აღიარებს, რომ სასჯელის ნაწილში ეს შემამსუბუქებელი ფაქტი იყოს.მდინარაძის თქმით, სახელმწიფო ბრალდებას ერთი პირდაპირი მტკიცებულებაც არ წარმოუდგენია, რომ ჯაიანმა კესარია აბრამიძე გენდერის ნიშნით მოკლა.ადვოკატის თქმით, უტყუარად დასტურდება, რომ მათ ერთმანეთი უყვარდათ, მოწმეებმაც კი დაადასტურეს, რომ გამორიცხული იყო, ჯაიანს გენდერის ნიშნით ეს დანაშაული ჩაედინა. მისივე თქმით, ბექა ჯაიანმა იცოდა, რომ ის ტრანსგენდერი ქალი იყო.კესარია აბრამიძის ოჯახის ადვოკატის, ლექსო სვიმონიშვილის განცხადებით კი, ბექა ჯაიანის მიმართ სასამართლომ უვადო თავისუფლების აღკვეთა უნდა გამოიყენოს.სასამართლო განაჩენს 16 აპრილს, 10:30 საათზე გამოაცხადებს.ცნობისთვის, 37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით განზრახ მკვლელობაში ბრალდებული 26 წლის ბექა ჯაიანი ქუთაისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.ჯაიანს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით და და 126-ე მუხლის პირველი სეკუნდა ნაწილებით წარედგინა,რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას და გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით სისტემატურ ცემს გულისხმობს.აღნიშნული ქმედება 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ჯაიანი

სამართალი 1741943204

„კესარიამ მითხრა, მაღიარეო... დაიწყო ისეთი ვიდეოების დადება, რომელიც მამაკაცს გააღიზიანებდა...“ - რას ამბობს ბრალდებული ბექა ჯაიანი მიცემულ ჩვენებაში

[კესარიამ] მაღიარეო, მითხრა. ვუთხარი დავიშალოთ, მაინც საქართველოა, ამას ვერ გავაკეთებ-მეთქი. მეორე დღიდან დაიწყო ისეთი ვიდეოების დადება, რომელიც მამაკაცს გააღიზიანებდა... განვიზრახე, მომეკლა, - ამის შესახებ 37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი ჩვენებაში აცხადებს, რომელიც სასამართლოში გამოაქვეყნეს.პროკურორი გრიგოლ ნიშნიანიძე ამ წუთებში სასამართლოში დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს, პარალელურად კი, მონიტორზე მტკიცებულებებს აქვეყნებს. საგამოძიებო უწყებას ბექა ჯაიანი დაკავების შემდეგ ფარულად ჰყავს ჩაწერილი, სადაც ის მკვლელობას აღიარებს, ამასთან დეტალურად ჰყვება ტრანსგენდერი ქალისა და მისი ურთიერთობის შესახებ.ამავე ჩვენების მიხედვით დგინდება, რომ ჯაიანმა კესარია აბრამიძე ოჯახის წევრებს, როგორც ეკა, ასე გააცნო. ჯაიანის თქმითვე, ეჭვიანობა ხდებოდა როგორც მისი, ასევე კესარიას მხრიდან.„ყველასთან ვცდილობდი კარგად დამეხასიათებინა, სანამ ჩემს მიმართ ასეთი გულით იყო... პირველად იმიტომ აირია[ურთიერთობა], გერმანიიდან რომ ჩამოვედი, უსამსახუროდ ვიყავი, როცა ფული გამომელია, კონფლიქტი მოხდა. რომ დავშორდი გაბოროტდა.... ზონდერიაო, სხვას დაადებინა ფოტო... მერე შევრიგდით“, - აცხადებს ჯაიანი ჩვენებაში.ამასთან, გამომძიებლის კითხვაზე, თუ რა ვითარებაში მიიღო კესარია აბრამიძემ ტვინის შერყევა, ჯაიანი პასუხობს, რომ ეს „ჭიდაობის დროს, თავისით მოხდა“.„დამირტყამს, მაგრამ მაგ დროს ვჭიდაობდით, შემომარტყა და წონასწორობა ვერ დაიცვა, გადავარდა. თავისიც დაეცა, მე მივიყვანე [საავადმყოფოში], მე წამოვიყვანე, ჩემიდან გამომდინარე არ მომხდარა... 1 კვირა დაშორებულები ვიყავით, მაღიარეო, მითხრა. ვუთხარი დავიშალოთ, მაინც საქართველოა, ამას ვერ გავაკეთებ-მეთქი. მეორე დღიდან დაიწყო ისეთი ვიდეოების დადება, რომელიც მამაკაცს გააღიზიანებდა...“, - აღნიშნავს ჯაიანი.რაც შეეხება უშუალოდ მკვლელობის დღეს, ის ჩვენებაში ამბობს:„აფთიაქში შევედი, წნევის დამწევები ვიყიდე, მეც რომ დამელია, გამბედაობა არ მეყო, რომ გადმოვმხტარიყავი... ცივად შევედი, ლაპარაკი დავუწყე, რომ შევხედე, ცრემლები წამომივიდა. რატომ იქცევი ასე-მეთქი, ვკითხე...დავარტყი. დანა ვიყიდე ჩემი სამსახურის წინ, მიცკევიჩზე“, - აცხადებს ჯაიანი ჩვენებაში.გამომძიებლის კითხვაზე, თუ რამდენჯერ დაარტყა დანა, ის პასუხობს, რომ „აფექტში იყო და არ ახსოვს“.

ბექა ჯაიანი

სამართალი 1741899177

„კესარია აბრამიძეს დაზიანება სხეულის თითქმის ყველა ნაწილზე ჰქონდა“ - რა თქვა სასამართლო სხდომაზე პროკურორმა

[კესარია აბრამიძეს] უწოდებდა „ბუნების შეცდომას“, უმოწმებდა ტელეფონს, უკონტროლებდა ჩაცმის სტილს და თუ რამე არ მოსწონდა, სცემდა, ყელში ახრჩობდა, თმითაც უთრევია, - ეს სიტყვები ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ჯაიანის საქმის პროკურორმა, გრიგოლ ნიშნიანიძემ სასამართლოში, დასკვნით სიტყვის წარმოთქმისას, მოწმის ჩვენებიდან წაიკითხა.პროკურორმა შეაჯამა ის მტკიცებულებები, რომელიც სახელმწიფო ბრალდებას აქვს წარმოდგენილი.გრიგოლ ნიშნიანიძე სასამართლოს სხდომათა დარბაზში დიდ მონიტორზე აჩვენა მტკიცებულებათა ნაწილი, მათ შორის, აჩვენა მკვლელობის იარაღი - დანა და შემთხვევის ადგილი.პროკურორის თქმით, კესარია აბრამიძე განსაკუთრებული სისასტიკით არის მოკლული, ამას სხვა მტკიცებულებებთან ერთად ჭრილობების რაოდენობაც მოწმობს - 28 დაზიანება, რომელიც მას სხეულის თითქმის ყველა ნაწილზე ჰქონდა.პროკურორმა ასევე გამოაქვეყნა მოწმეთა ჩვენებები, რომელთა უმეტესობაც ჯაიანის მხრიდან აბრამიძის მიმართ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაზე საუბრობენ.„[ბექა ჯაიანი] უმოწმებდა ტელეფონს, უკრძალავდა სხვა პირებთან კომუნიკაციას, უწოდებდა „ბუნების შეცდომას“, მახინჯს. [მოწმეს] არაერთხელ გაუგია სახლიდან მტვრევის ხმა, უნახავს კესარიას დაზიანებები".კიდევ ერთი მოწმის ჩვენებით, ბექა ჯაიანი კესარია აბრამიძეს სისტემატურად აკონტროლებდა.„იშვიათად გამოდიოდა სახლიდან, რისი მიზეზიც ბექა ჯაიანი იყო. ბექა მას ამცირებდა, ეუბნებოდა რომ მამაკაცი იყო და ამის გამო სცემდა, თითქმის ყოველდღიურად სცემდა, დალურჯებული სხეული მაჩვენა, რისი მიზეზიც ტელეფონზე შესული შეტყობინება იყო, რისი ჩვენებაც ჯაიანმა სთხოვა, უარის შემდეგ კი ის სცემა“, - აცხადებს მოწმე.კიდევ ერთი მოწმის ჩვენების მიხედვით, მან მკვლელობის დროს კესარია აბრამიძის ყვირილი გაიგო - „ნუ მირტყამ, არ დამარტყაო - შემდეგ კი, დაინახა როგორ ჩარბოდა კიბეებზე ბექა ჯაიანი".ასევე, ბრალდებულთან განხორციელებული ფარული ჩანაწერი გამოიკვლიეს.ცნობისთვის, 37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით განზრახ მკვლელობაში ბრალდებული 26 წლის ბექა ჯაიანი ქუთაისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას გულისხმობს.აღნიშნული დანაშაული 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.წყარო: იპნ

კესარია

სამართალი 1741895140

„წნევის დამწევები ვიყიდე, რომ შევხედე, ცრემლები წამომივიდა...“ - ბექა ჯაიანი კესარიას მკვლელობის დღეს იხსენებს

[კესარიამ] მაღიარეო, მითხრა. ვუთხარი დავიშალოთ, მაინც საქართველოა, ამას ვერ გავაკეთებ-მეთქი. მეორე დღიდან დაიწყო ისეთი ვიდეოების დადება, რომელიც მამაკაცს გააღიზიანებდა... განვიზრახე, მომეკლა, - ამის შესახებ 37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი ჩვენებაში აცხადებს, რომელიც სასამართლოში გამოაქვეყნეს.პროკურორი გრიგოლ ნიშნიანიძე ამ წუთებში სასამართლოში დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს, პარალელურად კი, მონიტორზე მტკიცებულებებს აქვეყნებს. საგამოძიებო უწყებას ბექა ჯაიანი დაკავების შემდეგ ფარულად ჰყავს ჩაწერილი, სადაც ის მკვლელობას აღიარებს, ამასთან დეტალურად ჰყვება ტრანსგენდერი ქალისა და მისი ურთიერთობის შესახებ.ამავე ჩვენების მიხედვით დგინდება, რომ ჯაიანმა კესარია აბრამიძე ოჯახის წევრებს, როგორც ეკა, ასე გააცნო. ჯაიანის თქმითვე, ეჭვიანობა ხდებოდა როგორც მისი, ასევე კესარიას მხრიდან.„ყველასთან ვცდილობდი კარგად დამეხასიათებინა, სანამ ჩემს მიმართ ასეთი გულით იყო... პირველად იმიტომ აირია[ურთიერთობა], გერმანიიდან რომ ჩამოვედი, უსამსახუროდ ვიყავი, როცა ფული გამომელია, კონფლიქტი მოხდა. რომ დავშორდი გაბოროტდა.... ზონდერიაო, სხვას დაადებინა ფოტო... მერე შევრიგდით“, - აცხადებს ჯაიანი ჩვენებაში.ამასთან, გამომძიებლის კითხვაზე, თუ რა ვითარებაში მიიღო კესარია აბრამიძემ ტვინის შერყევა, ჯაიანი პასუხობს, რომ ეს „ჭიდაობის დროს, თავისით მოხდა“.„დამირტყამს, მაგრამ მაგ დროს ვჭიდაობდით, შემომარტყა და წონასწორობა ვერ დაიცვა, გადავარდა. თავისიც დაეცა, მე მივიყვანე [საავადმყოფოში], მე წამოვიყვანე, ჩემიდან გამომდინარე არ მომხდარა... 1 კვირა დაშორებულები ვიყავით, მაღიარეო, მითხრა. ვუთხარი დავიშალოთ, მაინც საქართველოა, ამას ვერ გავაკეთებ-მეთქი. მეორე დღიდან დაიწყო ისეთი ვიდეოების დადება, რომელიც მამაკაცს გააღიზიანებდა...“, - აღნიშნავს ჯაიანი.რაც შეეხება უშუალოდ მკვლელობის დღეს, ის ჩვენებაში ამბობს:„აფთიაქში შევედი, წნევის დამწევები ვიყიდე, მეც რომ დამელია, გამბედაობა არ მეყო, რომ გადმოვმხტარიყავი... ცივად შევედი, ლაპარაკი დავუწყე, რომ შევხედე, ცრემლები წამომივიდა. რატომ იქცევი ასე-მეთქი, ვკითხე...დავარტყი. დანა ვიყიდე ჩემი სამსახურის წინ, მიცკევიჩზე“, - აცხადებს ჯაიანი ჩვენებაში.გამომძიებლის კითხვაზე, თუ რამდენჯერ დაარტყა დანა, ის პასუხობს, რომ „აფექტში იყო და არ ახსოვს“.

ჯაიანი

სამართალი 1741867208

"მოწმის ჩვენებით, ბექა ჯაიანი აბრამიძეს უწოდებდა „ბუნების შეცდომას“, მახინჯს, სცემდა, ახრჩობდა, ეუბნებოდა, რომ კაცი იყო..." - პროკურორი

[კესარია აბრამიძეს] უწოდებდა „ბუნების შეცდომას“, უმოწმებდა ტელეფონს, უკონტროლებდა ჩაცმის სტილს და თუ რამე არ მოსწონდა, სცემდა, ყელში ახრჩობდა, თმითაც უთრევია, - ეს სიტყვები ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ჯაიანის საქმის პროკურორმა, გრიგოლ ნიშნიანიძემ სასამართლოში, დასკვნით სიტყვის წარმოთქმისას, მოწმის ჩვენებიდან წაიკითხა.პროკურორი აჯამებს იმ მტკიცებულებებს, რომელიც სახელმწიფო ბრალდებას აქვს წარმოდგენილი.გრიგოლ ნიშნიანიძე სასამართლოს სხდომათა დარბაზში დიდ მონიტორზე ახდენს მტკიცებულებათა ნაწილის დემონსტრირებას, მათ შორის, აჩვენა მკვლელობის იარაღი - დანა და შემთხვევის ადგილი.პროკურორის თქმით, კესარია აბრამიძე განსაკუთრებული სისასტიკით არის მოკლული, ამას სხვა მტკიცებულებებთან ერთად ჭრილობების რაოდენობაც მოწმობს - 28 დაზიანება, რომელიც მას სხეულის თითქმის ყველა ნაწილზე ჰქონდა.პროკურორმა ასევე გამოაქვეყნა მოწმეთა ჩვენებები, რომელთა უმეტესობაც ჯაიანის მხრიდან აბრამიძის მიმართ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაზე საუბრობენ.„[ბექა ჯაიანი] უმოწმებდა ტელეფონს, უკრძალავდა სხვა პირებთან კომუნიკაციას, უწოდებდა „ბუნების შეცდომას“, მახინჯს. [მოწმეს] არაერთხელ გაუგია სახლიდან მტვრევის ხმა, უნახავს კესარიას დაზიანებები".კიდევ ერთი მოწმის ჩვენებით, ბექა ჯაიანი კესარია აბრამიძეს სისტემატურად აკონტროლებდა.„იშვიათად გამოდიოდა სახლიდან, რისი მიზეზიც ბექა ჯაიანი იყო. ბექა მას ამცირებდა, ეუბნებოდა რომ მამაკაცი იყო და ამის გამო სცემდა, თითქმის ყოველდღიურად სცემდა, დალურჯებული სხეული მაჩვენა, რისი მიზეზიც ტელეფონზე შესული შეტყობინება იყო, რისი ჩვენებაც ჯაიანმა სთხოვა, უარის შემდეგ კი ის სცემა“, - აცხადებს მოწმე.კიდევ ერთი მოწმის ჩვენების მიხედვით, მან მკვლელობის დროს კესარია აბრამიძის ყვირილი გაიგო - „ნუ მირტყამ, არ დამარტყაო - შემდეგ კი, დაინახა როგორ ჩარბოდა კიბეებზე ბექა ჯაიანი".ამ წუთებში ბრალდებულთან განხორციელებულ ფარულ ჩანაწერს იკვლევენ.ცნობისთვის, 37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით განზრახ მკვლელობაში ბრალდებული 26 წლის ბექა ჯაიანი ქუთაისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას გულისხმობს.აღნიშნული დანაშაული 16-დან 20წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.წყარო: იპნ

კესარია

სამართალი 1740136813

რა დაასახელა ექსპერტმა კესარია აბრამიძის გარდაცვალების მიზეზად - ის ამ წუთებში, სასამართლოში, მკვლელობაში ბრალდებულის საქმეზე ჩვენებას აძლევს

სამედიცინო ექსპერტის, ქეთევან გედენაშვილის განცხადებით, რომელმაც 37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარა, აცხადებს, რომ მისი გარდაცვალების მიზეზი მწვავე სისხლნაკლებობა გახდა.ექსპერტი, რომელიც ახლა თბილისის საქალაქო სასამართლოში, ბრალდებულ ბექა ჯაიანის საქმეზე ჩვენებას აძლევს, აცხადებს, რომ კესარია აბრამიძეს სხეულის სხვადასხვა ადგილას 28 ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა ჰქონდა და მწვავე სისხლნაკლებობა აღენიშნებოდა.გედენაშვილის განმარტებით, კონკრეტული ჭრილობები სასიკვდილო იყო, თუმცა სხვა ჭრილობებმაც განაპირობა სისხლნაკლებობა.სამედიცინო ექსპერტის თქმით, ჭრილობები მკვრივი ბლაგვი საგნით იყო მიყენებული.ექსპერტის თქმით, კესარია აბრამიძისთვის მიყენებული დაზიანებებიდან 4 მძიმე ხარისხის იყო, თუმცა სხვა ჭრილობებმაც განაპირობა სისხლნაკლებობა, რაც საერთო ჯამში, გარდაცვალების მიზეზი გახდა.გასულ სხდომაზე ბრალდების მხარემ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა წარადგინა, რომლის მიხედვითაც, 37 წლის ტრანსგენდერ ქალს, კესარია აბრამიძეს ბექა ჯაიანმა დანით 28 ჭრილობა მიაყენა. სწორედ აღნიშნული დასკვნის ავტორი დაიკითხა სასამართლოში.სხდომას ბრალდებული ბექა ჯაიანი არ ესწრებოდა.პროცესზე სახელმწიფო ბრალდებამ კიდევ ერთი სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა წარადგინა. როგორც პროკურორმა გრიგოლ ნიშნიანიძემ განაცხადა, სამედიცინო ექსპერტიზა იყო დანიშნული თავად ბრალდებულ ჯაიანის მიმართაც, მას ხელზე დაზიანება ჰქონდა. აღნიშნული დასკვნა საქმეს მტკიცებულებად დაერთო. შემდეგ სხდომაზე მხარეები დასკვნით სიტყვებს წარმოთქვამენ.დღევანდელ სხდომაზე, ასევე, გადაისინჯა დაკავებულისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და ძალაში დარჩა.ცნობისთვის, 37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით განზრახ მკვლელობაში ბრალდებული 26 წლის ბექა ჯაიანი ქუთაისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას გულისხმობს.აღნიშნული დანაშაული 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კესარია

სამართალი 1739300644

„აუდიოჩანაწერიც არსებობს, სადაც ბექა ჯაიანი მისი ოჯახის ერთ-ერთ წევრს უყვება...“ - რა დეტალები იკვეთება კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმეში

სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, 37 წლის ტრანსგენდერ ქალს, კესარია აბრამიძეს, ბექა ჯაიანმა დანით 28 ჭრილობა მიაყენა. დასკვნა პროკურორმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე წარადგინა, რაც საქმეს მტკიცებულების სახით დაერთო.ამას გარდა, ბრალდების მხარემ აღნიშნა, რომ საქმეში აუდიოჩანაწერიც არსებობს, სადაც ბექა ჯაიანი მისი ოჯახის ერთ-ერთ წევრს უყვება, თუ როგორ აყენებდა ქალს ფიზიკურ შეურაცხყოფას, თუ ის გაანაწყენებდა."ბექა ჯაიანმა კესარია აბრამიძეს მიაყენა 28 ჭრილობა დანის გამოყენებით და სწორედ მიყენებული ჭრილობები არის გარდაცვალების უშუალო მიზეზი. წარმოდგენილი მტკიცებულება დაცვის მხარემ მიიჩნია სადაოდ, რაც ნიშნავს იმას, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დაიკითხება აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის გამცემი ექსპერტი. ჩვენ მიერ წარდგენილი მტკიცებულებებში გარდა იმისა, რომ მოწმეთა ჩვენებები არსებობს, ასევე ექსპერტიზის დასკვნები, ასევე არსებობს ნეიტრალური მტკიცებულებები, მათ შორის ვიდეო ჩანაწერების სახით, აუდიო ჩანაწერების სახით, წერილობითი მტკიცებულებების სახით, რომლითაც დასტურდება ის გარემოება, რომ ბექა ჯაიანის მიერ ჩადენილი არის განსაკუთრებული სისასტიკით გენდერისა და იდენტობის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით განზრახ მკვლელობა," – ამბობს პროკურორი.ადვოკატის თქმით, ბრალდებული განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობას არ აღიარებს."ბრალდებული განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობას და ასევე გენდერის ნიშნით ჩადენილ მკვლელობას არ აღიარებს. ასევე, მეორე ბრალდება რაც არის - სისტემატური შეურაცხყოფა და ძალადობას არ აღიარებს," - აცხადებს ადვოკატი.კესარია აბრამიძის განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით განზრახ მკვლელობაში ბრალდებული 26 წლის ბექა ჯაიანი ქუთაისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. მას 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

გე

სამართალი 1739268039

ექსპერტიზის დასკვნა ცნობილია - ახალი დეტალები კასარია აბრამიძის საქმეში

სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, 37 წლის ტრანსგენდერ ქალს, კესარია აბრამიძეს ბექა ჯაიანმა დანით 28 ჭრილობა მიაყენა.დღევანდელ სასამართლო პროცესზე პროკურორმა გრიგოლ ნიშნიანიძემ დამატებითი მტკიცებულება, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა წარადგინა, რაც საქმეს მტკიცებულების სახით დაერთო.დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარემ პროკურატურის ყველა მტკიცებულება უდავოდ გახადა, გარდა დღეს წარმოდგენილი სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა.საქმის პროკურორის თქმით, ყველა ჭრილობა, რაც ჯაიანმა აბრამიძეს მიაყენა, სიცოცხლის დროინდელია. ამასთან, პროკურორის თქმით, საქმეში აუდიოჩანაწერი არსებობს, სადაც ბექა ჯაიანი მისი ოჯახის ერთ-ერთ წევრს უყვება, „როცა მას კესარია აბრამიძე გაანაწყენებდა, თუ როგორ აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას“.“დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ ბექა ჯაიანის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე დამატებითი მტკიცებულების სახით წარადგინა სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც კესარია აბრამიძის გარდაცვალების მიზეზის თაობაზეა მითითებული. ბექა ჯაიანმა კესარია აბრამიძეს 28 ჭრილობა, დანის გამოყენებით მიაყენა. სწორედ მიყენებული ჭრილობები არის გარდაცვალების უშუალო მიზეზი. ყველა ჭრილობა სიცოცხლის დროინდელია, სწორედ სისხლნაკლებობამ და მიყენებული ჭრილობების რაოდენობამ გამოიწვია კესარია აბრამიძის გარდაცვალება. წარმოდგენილი მტკიცებულება დაცვის მხარემ სადავოდ მიიჩნია, რაც იმას ნიშნავს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის გამცემი ექსპერტი დაიკითხება. სხვა მტკიცებულებები, რაც გამოძიების ეტაპზე იქნა მოპოვებული და სასამართლოში წარმოდგენილი, დაცვის მხარემ უდავოდ მიიჩნია. წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ ბექა ჯაიანის მიერაა ჩადენილი მისთვის ბრალად შერაცხული ორივე ქმედება, რის გამოც, დარწმუნებული ვართ, სასამართლო დასაბუთებულ და კანონიერ გადაწყვეტილებას მიიღებს სამართლიანი სასჯელით.ბრალდებას ნაწილობრივ აღიარებს ბრალდებული, უდაოდ მიიჩნევს იმ მტკიცებულებებს, რაც ჩვენს მიერ იქნა წარდგენილი. გარდა იმისა, რომ მოწმეთა ჩვენებები, ექსპერტიზის დასკვნები არსებობს, ნეიტრალური მტკიცებულებებია, მათ შორის ვიდეოჩანაწერების, აუდიოჩანაწერების, წერილობითი მტკიცებულებების სახით, რომლითაც დასტურდება, რომ ბექა ჯაიანის მიერ ჩადენილია განსაკუთრებული სისასტიკით გენდერის ნიშნით, გენდერისა და იდენტობის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით განზრახ მკვლელობა, ასევე სისტემატური ცემა ამავე ნიშნების გათვალისწინებით.მოწმეთა ჩვენებებში პირდაპირ არის მითითებული იმ გარემოების შესახებ, რომ კესარია აბრამიძე მათ სამეგობროს, ოჯახის წევრებს ესაუბრებოდა, ბექა ჯაიანის მხრიდან მის მიმართ განხორციელებულ ფსიქოლოგიურ და ფიზიკური ძალადობრივი ქმედებების შესახებ. უფრო მეტიც, არსებობს აუდიოჩანაწერი, სადაც ბექა ჯაიანი მისი ოჯახის ერთ-ერთ წევრს ესაუბრება იმასთან დაკავშირებით, რომ როდესაც ის გააბრაზებდა, გაანაწყენებდა, ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა, ეს ჩანაწერი საქმეში დადასტურებულია ფონეიდოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით, რომ ნამდვილად ბექა ჯაიანის ხმაა. ასევე არსებობს მეზობლების გამოკითხვის ოქმები, რომლებიც შესწრებიან იმ ფაქტობრივ გარემოებას, თუ როგორ ხორციელდებოდა ჯაიანის მხრიდან კესარია აბრამიძის მიმართ ძალადობრივი ქმედებები. რაც შეეხება განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობას, ამას დაცვის მხარე არ აღიარებს, თუმცა, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა პირდაპირი მტკიცებულებაა იმისა, რომ მოცემულ შემთხვევაში, 28 ჭრილობა, რომელიც სიცოცხლის დროინდელია, დამდგარ სიკვდილთან პირდაპირ კავშირშია“, - განაცხადა ნიშნიანიძემ.ცნობისთვის, 37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით განზრახ მკვლელობაში ბრალდებული 26 წლის ბექა ჯაიანი ქუთაისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას გულისხმობს.აღნიშნული დანაშაული 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კესარია

სამართალი 1739266903

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ჯაიანის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში 37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ 26 წლის ბექა ჯაიანის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. პროცესს ესწრება ბრალდებული ბექა ჯაიანი.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კესოს

სამართალი 1737535621

თბილისის საქალაქო სასამართლომ კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო

თბილისის საქალაქო სასამართლომ კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. დღეს სხდომას ბრალდებული ბექა ჯაინიც ესწრებოდა.სხდომაზე შესავალი სიტყვა თქვა პროკურორმა. დაცვის მხარეს კი ორი შუამდგომლობა ჰქონდა, რომელიც სხდომის გადადებასა და მის დახურვას ეხებოდა. მოსამართლემ პროცესი 31 იანვრისთვის გადადო.ბექა ჯაიანი ბრალს ნაწილობრივ აღიარებს. ის გენდერის ნიშნით ჩადენილ დანაშაულსა და ძალადობას უარყოფს.

ჯაიანი

სამართალი 1734983676

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულმა დუმილი სასამართლოში დაარღვია - ბექა ჯაიანმა მკვლელობა აღიარა, თუმცა უარყო, რომ დანაშაული გენდერის ნიშნით ჩაიდინა

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულმა დღეს დუმილი სასამართლოში დაარღვია. ბექა ჯაიანმა მკვლელობა აღიარა, თუმცა უარყო, რომ დანაშაული გენდერის ნიშნით ჩაიდინა.ბექა ჯაიანმა დღეს კიდევ ერთი ბრალდება, კესარია აბრამიძეზე ძალადობა უარყო. პროკურატურის ინფორმაციით კი, აბრამიძე, მეგობარი მამაკაცის მხრიდან მუდმივად იყო ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი.სიტყვის უფლებით ბექა ჯაიანს არ უსარგებლია და ძირითადად მოსამართლის მიერ დასმულ შეკითხვებს პასუხობდა.კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულმა, ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტზე უარი თქვა და განაჩენი სასამართლოს მიანდო.ნაფიც მსაჯულებზე ჯაიანის უარი, მკაცრი სასჯელის თავიდან აცილების მცდელობაა - ასე ფიქრობს მოკლულის ოჯახი. სასამართლო პროცესს, დარბაზში კესარია აბრამიძის დედა, და და მეგობრები ესწრებოდნენ. დაზარალებული მხარე დამნაშავის უვადო პატიმრობას ითხოვს.განაჩენის გამოცხადებამდე, 6 იანვარს საქმის არსებითი განხილვა დაიწყება. ბექა ჯაიანის დაცვის მხარე კონკრეტულ მტკიცებულებებზე, ამ ეტაპზე არ საუბრობს. აღკვეთი ღონისძიების გადახედვის შუამდგომლობა, ადვოკატებს, მოსამართლემ არე დაუკმაყოფილა. ბრალდებული კვლავ 2 თვიან პატიმრობაში დატოვა.კონკრეტულ მტკიცებულებებზე საუბრობს ბრალდების მხარე. საქმის პროკურორი "კურიერთან" განმარტავს, რომ გარემოებები, რომლებიც გამოძიებისას გამოიკვეთა, ბექა ჯაიანის დანაშაულს, ყველა წარდგენილ ბრალში ადასტურებს. გრიგოლ ნიშნიანიძის თქმით, საქმეში დევს ვიდეო, აუდიო ჩანაწერები, ასევე კესარია აბრამიძის და მისი მეგობარი მამაკაცის მიმოწერები.37 წლის კესარია აბრამიძე, 18 სექტემბერს საკუთარ ბინაში მოკლული ნახეს. მას სხეულზე 28 ჭრილობა ჰქონდა. სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს, აბრამიძის მეგობარი მამაკაცი. ბექა ჯაიანს გამოძიება, გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას და მსხვერპლის სისტემატურად ცემას ედავება. ბრალი 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. 

ბექა ჯაიანი

სამართალი 1734958483

რა ბრალდებას არ ეთანხმება ბექა ჯაიანის დაცვის მხარე - დეტალები სასამართლოდან

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი დანაშაულს ნაწილობრივ აღიარებს. დაცვის მხარის ადვოკატის, სალომე არდოტელის განცხადებით, ბრალდებული მკვლელობის ნაწილში თავს დამნაშავედ გრძნობს და აღიარებს დანაშაულს, თუმცა იმას, რომ მან დანაშაული გენდერის ნიშნითა და განსაკუთრებული სისასტიკით ჩაიდინა, არ ეთანხმება."დაცვის მხარეს მტკიცებულებები არ მოუპოვებია. შესაბამისად, არ წარმოგვიდგენია სასამართლოში, ერთადერთი რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ ბექა ჯაიანი თავს ცნობს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და იგი აღიარებს მის მიერ განხორციელებულ ქმედებას. ბუნებრივია, ნანობს აღნიშნულს, თუმცა არ ვეთანხმებით იმას, რომ 109-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ჩადენილია განსაკუთრებული სისასტიკით და არ ვეთანხმებით ასევე იმას, რომ ეს დანაშაული ჩადენილია გენდერის ნიშნით. არსებითი განხილვის სხდომაზეც ჩვენი მსჯელობა ამ კუთხით წავა. ასევე, არ ვეთანხმებით იმას, რომ მან ჩაიდინა 126-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, კერძოდ სისტემატური ცემა", - განაცხადა სალომე არდოტელმა.პროკურორის, გრიგოლ ნიშნიანიძის განცხადებით, სასამართლოს გამოძიების მიერ მიწოდებული ყველა სახის მტკიცებულება დასაშვებად ცნო.მისივე თქმით, ამავე პროცესზე მოხდა ბექა ჯანიანის აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვა და იგი მოსამართლემ კვლავ პატიმრობაში დატოვა."ყველა მტკიცებულება, რაც გამოძიების მხრიდან იყო მოცემული ბექა ჯაიანის მიმართ დასაშვებადაა ცნობილი და მოხდება მათი არსებითი განხილვის ეტაპზე, როგორც მტკიცებულებების გამოკვლევა.რაც შეეხება პატიმრობას, პატიმრობის გადასინჯვა გადაიხედა და პატიმრობა დარჩა ძალაში. გამოძიებამ მოიპოვა მოწმეთა ჩვენებები, ასევე კესარია აბრამიძის მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია, ინფორმაცია გამოთხოვილი იქნა ფოტოსურათების სახითაც, სადაც გარდაცვლილის ფიზიკური დაზიანება აღინიშნება, გამოთხოვილი იქნა აუდიო, ვიდეოჩანაწერები, რომლითაც დადგინდა ის გარემოება, რომ ბექა ჯაიანი, კესარია აბრამიძესთან ყოფნის პერიოდში მის მიმართ ახორციელებდა სისტემატურ ფიზიკურ, ძალადობრივ ქმედებებს", - განაცხადა გრიგოლ ნიშნიანიძემ.