რას ამბობენ კლინიკაში, სადაც გურამ დადიანიძის მამიდა, ნინო დადიანიძე მუშაობდა
1789417821
ლედი გაგასა და მაიკლ პოლანსკის შვილის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. გამოცემა „თი-ემ-ზის“ მიერ მოპოვებული დაბადების მოწმობის მიხედვით, წყვილს გოგონა შეეძინა და მას როუზ-ბინი დაარქვეს. ბავშვი 9 ივნისს, საღამოს 23:19 საათზე ლოს-ანჯელესის სამშობიაროში დაიბადა. უცხოური მედიის ცნობით, გაგას ქალიშვილი სამყაროს სუროგატი დედის დახმარებით მოევლინა.
არტისტი დედა პირველად 40 წლის ასაკში გახდა. ეს ინფორმაცია მომღერლის გულშემატკივრებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან თავად ვარსკვლავს ამ თემაზე საჯაროდ არასდროს უსაუბრია. ინფორმაცია მხოლოდ მას შემდეგ გავრცელდა, რაც პაპარაცებმა ის და პოლანსკი სეირნობის დროს ბავშვთან ერთად დააფიქსირეს.