რას ამბობენ კლინიკაში, სადაც გურამ დადიანიძის მამიდა, ნინო დადიანიძე მუშაობდა
1789417821
ბრიტანეთის მოქალაქე მამაკაცი, რომელსაც საქართველოში რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ, სამართალდამცველებმა თბილისში, ერთ-ერთ სკვერში უვნებელი იპოვეს.
მარკ ჯექსონის შესახებ ინფორმაცია მისმა მეუღლემ გაავრცელა. მისი თქმით, მამაკაცი საქართველოში დაახლოებით სამთვენახევრის წინ ჩამოვიდა და ბოლოს ქუთაისში იმყოფებოდა. ოჯახთან კონტაქტი მან 17 სექტემბერს დაკარგა.
მეუღლის განცხადებით, ოჯახმა დახმარებისთვის საქართველოს პოლიციას მიმართა.
სამართალდამცველებმა დაკარგული მამაკაცი თბილისში, ერთ-ერთ სკვერში იპოვეს.