ამ დარღვევისთვის მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდება და 5 ქულა ჩამოაკლდება - ახალი გაფრთხილება
1732308702
„ჰეროინი“, „კოკაინი“, „ალფა პვპ“, „კეტამინი“ და „სუბუტექსი“ - გაშიფრულია ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზაციის სქემა და დაკავებულია 24 ადამიანი, მათ შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
მხოლოდ თბილისში მდებარე ყაზახების საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულია 2 კილოგრამი კოკაინი.
ფარულ ვიდეომასალაზე ასახულია, რა აპრობირებული მეთოდი აქვთ ნარკოტიკებით მოვაჭრეებს და როგორ ხდება გასაღება. ნარკოტიკები იდება სხვადასხვა ადგილზე: მიწაში, ქვების ქვეშ, ლიფტში, გაზისა და ელექტროენერგიის მრიცხველებში, არის სახლში მიტანის სერვისიც.
ე.წ. ბარიგები ნარკოტიკების განთავსების ადგილს ფოტოებს უღებდნენ და ასე აწვდიდნენ შემკვეთებს სამალავების კოორდინატებს. ასეთი საკონტროლო შესყიდვა პოლიციამაც განახორციელა. თბილისიდან - სვანეთამდე მასშტაბური სპეცოპერაცია ერთდროულად ქვეყნის შვიდ რეგიონში ჩატარდა.
24 დაკავებულიდან - 18 რეალიზატორია, მათ შორის არის 2 ქალი. საქართველოს მოქალაქეების გარდა დაკავებულები არიან რუსეთის, უკრაინისა და ყაზახეთის მოქალაქეები. ნარკოტიკებით გამდიდრების სურვილით ჩამოსულ უცხოელებს, ახლა საქართველოში 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.
ამ ეტაპზე დაკავებულია 24 პირი, თუმცა გამოძიება ბრალდებულთა წრის გაფართოებას არ გამორიცხავს.