„საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მაგალითი ნარკოტიკების ინექციური მოხმარების...“ - ზურა სიხარულიძე

ზურა სიხარულიძე

ექიმი ზურა სიხარულიძე ნარკოტიკების მოხმარების შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

„ნარკოტიკების ინექციური მოხმარება ყველამ იცით, რომ ეს არის რისკფაქტორი, რომელიც არის ყველაზე
მძიმე მომხმარებლებში და ამიტომ მათ პრობლემურ მომხმარებლებსაც უწოდებენ. რატომ არიან მძიმე მომხმარებლები? - იმიტომ, რომ იწვევს უამრავ გართულებას და არის რისკფაქტორი აივის და ც-ჰეპატიტის და სხვა ინფექციური დაავადებების, ტრომბოზების, ზოგადად გულ-სისძაღლვრთა დაავადებების გაჩენის და კიდე სხვა ბევრი არასასურველი გართულებების!

ზოგადად ფილმებში სურათებზე, პლაკატებზე, იმისთვის რომ დამოკიდებული და მომხმარებელი ადამიანი ასახოს.
მსოფლიო იყენებს შპრიცს, კოვზს და სხვა ატრიბუტიკას რაც ინექციური მოხმარებისთვის გამოიყენება, თუმცა ვითომ ცუდ კონტექსტში, მაგრამ მაინც სულ სხვა ეფექტს ვიღებთ და ერთგვარი რომანტიკაა და იდუმალებაა ამ ინექციაში! ზოგადად მომხმარებლები ასოცირდებიან შპრიცთან და ინექციასთან!

საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მაგალითი ინექციური მოხმარების, აქ ყველა ნარკოტიკს ინექციურად მოიხმარენ და აქ ეს პრაქტიკა არის ის, რაც წლებია ვერ შევცვალეთ. ბევრი მცდელობა არ იყო, მაგრამ სამწუხაროდ პრობლემური ნარკოტიკის მომხმარებლების რიცხვით ერთ-ერთ მოწინავე ადგილზე ვდგავართ!

რას აკეთებს მსოფლიო და მათ შორის ჩვენც? ეს არის ზუსტად ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამები, რომლებიც მიზნად ისახავს ინექციური მოხმარების შემცირებას და გადასვლას პერორალურ მოხმარებაზე, ანუ მთავარია რომ შევცვალოთ მომხმარებლის ქცევა. გავწყვიტოთ ის ჯაჭვი, რომლის გამოც ის ინექციურად მოიხმარს - ეს არის მთავარი მიზანი ჩანაცვლების და არა ის მითები, რომლებიც დადის ჩანაცვლებაზე!

შევამციროთ ზიანი, რომელიც მოაქვს ინექციურ მოხმარებას! მოახერხეთ, რომ მომხმარებელი მოხვდეს სამედიცინო სერვისში. რატომ არ უმცირებს დოზებს მთელი ცხოვრება ხომ არ იქნებიან ჩანაცვლებაში? ეს არის კითხვა, რომელსაც სვამს ყველა ჟურნალისტი იმიტომ, რომ ვერ ხვდებიან არსს და აზრს ამ პრობლემის! პირველ რიგში, ეს პროგრამები ისახავს მიზნად ზიანის შემცირებას და მერე უკვე შეიძლება ვისაუბროთ სხვა რამეზე! ანუ შევუცვალოთ ქცევა - „არ გაიჩხიროს“ ჯერ და მერე უკვე დანარჩენი.

პ.ს. ასევე უაზრო კომენტარების ავტორებს დავბლოკავ! ჟურნალისტებს კიდე რაც წერია, ის წერია სხვას ახალს ვერაფერს ვეტყვი", - წერს ზურა სიხარულიძე.