ნარკოტიკები უბრალოდ ნათესავს გადასცეს... - რას ამბობს ბრალდებული ჯაფაროვების ადვოკატი

ჯაფაროვების ადვოკატი

ნარკოტიკებით ვაჭრობასთან კავშირს აღიარებენ ფონიჭალელი ძმები ჯაფაროვები, თუმცა ამტკიცებენ, რომ ისინი ე.წ. კურირები იყვნენ და ნარკოტიკები ნათესავს უბრალოდ გადასცეს. ადვოკატის კომენტარს „ტვ პირველი“ ავრცელებს.

ჯაფაროვების უფლებადამცველი ამბობს, რომ დაკავებულები ნარკოტიკების მომხმარებლები არიან და ახლა ნარკოტიკული შიმშილის ქვეშ იმყოფებიან.

ფაქტობრივად აღიარებენ, ჩვენებები ჯერ არ მიუციათ, ზეპირი განმარტება გაკეთდა. მტკიცებულებებს რაც შეეხება, ფარული აუდიო-ვიდეო მასალა არსებობს საქმეში. როგორც აცხადებენ, ფაქტობრივად შუამავლები იყვნენ, თავიანთი ახლობელი იყო, გვთხოვეს, რომ დაგვხმარებოდი შეძენაშიო. ისინი ნარკოტიკების მომხმარებლები არიან და ახლა ნარკოტიკული შიმშილის ქვეშ იმყოფებიან“. - ამბობს ჯაფაროვების ადვოკატი.

შეგახსენებთ, რომ შსს-მ ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ნარკოდანაშაულისთვის 24 პირი დააკავა. დაკავებული პირებიდან 18 ნარკორეალიზატორია.