შემოვიდა „საგანგაშო შეტყობინება“ - სურსათის ეროვნული სააგენტო მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
1742589142
თბილისში, წერეთლის გამზირზე ერთ-ერთ მიკროსაფინანსოზე თავდამსხმელის, ლევან ზურაბიშვილის გათავისუფლების/შეწყალების მოთხოვნით 20 თებერვალს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან აქცია გაიმართება.
„ლევან ზურაბაშვილმა საკუთარი პერფორმანსით გამოხატა საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის გულისტკივილი და სათქმელი. ჩვენ არ გვაქვს უფლება ლევანი მივატოვოთ და საქართველოს პოლიტიკურ და ბიზნესს ელიტებში მოკალათებულ ფეოდალებს მისი 7 წლით ციხეში გამოკეტვის უფლება მივცეთ.
აქცია დაინიშნა 20 თებერვალს, რადგან იყოს დრო საკითხის გარშემო ხალხის მობილიზებისთვის, ინფორმაციის გავრცელებისთვის, სხვადასხვა პერფორმანსების და გამოსვლების ხარისხიანად დაგეგმვისთვის,“ – ნათქვამია აქციის ორგანიზატორის განცხადებაში.
ლევან ზურაბიშვილის საქმე
ლევან ზურაბიშვილი 2020 წლის 20 ნოემბერს წერეთლის გამზირზე არსებულ მიკროსაფინანსო MBC-ში შეიჭრა და 11 მძევალი აიყვანა. რამდენიმესაათიანი სპეცოპერაციის შემდეგ, თავდამსხმელი სამართალდამცველებს ჩაბარდა და ყველა მძევალი უვნებელი გადარჩა.
ზურაბიშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა თბილისის საქალაქო სასამართლომ 2021 წლის 15 ნოემბერს მიუსაჯა. 17 იანვარს ზურაბიშვილი სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო, თუმცა ბრალი გადაუკვალიფიცირა და 9 წლის ნაცვლად, 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
თავდამსხმელი პარლამენტის წევრებისგან აზარტული თამაშების აკრძალვას, საბანკო სესხებზე პროცენტის ზედა ზღვრის (7%) დაწესებასა და მედიკამენტების ღირებულების გაიაფებას ითხოვდა.